https://sputnik-georgia.com/20230717/---------279624545.html
სკანდალი სააკაშვილთან დაკავშირებით: პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში იმყოფება
სკანდალი სააკაშვილთან დაკავშირებით: პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში იმყოფება
Sputnik საქართველო
იუსტიციის მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T12:00+0400
2023-07-17T12:00+0400
2023-08-21T11:36+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლონეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/43/234814301_0:0:1499:844_1920x0_80_0_0_46c3efb06d8fdcb7ed372727c07274f2.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მარიუშ პიეტრ ჟაკი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება, საგარეო უწყება ელჩისგან პოლონელი ექიმის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა.ინციდენტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია.ვითარება სააკაშვილის ირგვლივ - იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის ელჩისგან განმარტებას ელოდება>>>როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.ამჟამად საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი სამშობლოში იმყოფება, ამიტომ საგარეო უწყებაში მისი მოადგილე მივიდა.სააკაშვილი საქართველოშიდაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.პენიტენციური სამსახური: პოლონელი ექიმი სააკაშვილის ანალიზის გატანას ფეხსაცმლით შეეცადა>>>სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/43/234814301_0:0:1333:1000_1920x0_80_0_0_76ddc3adfd5645a677635bdc4c920138.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სკანდალი სააკაშვილთან დაკავშირებით: პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში იმყოფება
12:00 17.07.2023 (განახლებულია: 11:36 21.08.2023) იუსტიციის მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მარიუშ პიეტრ ჟაკი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება, საგარეო უწყება ელჩისგან პოლონელი ექიმის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა.
ინციდენტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამჟამად საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი სამშობლოში იმყოფება, ამიტომ საგარეო უწყებაში მისი მოადგილე მივიდა.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.