https://sputnik-georgia.com/20230717/----------279630162.html
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: საქართველო რუსეთის მიმართულებით გზას არ აფართოვებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: საქართველო რუსეთის მიმართულებით გზას არ აფართოვებს
Sputnik საქართველო
უწყება ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ეხმაურება. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T15:41+0400
2023-07-17T15:41+0400
2023-07-17T20:41+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248988604_0:167:3001:1855_1920x0_80_0_0_18156e38997ff6b189d810512f271438.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება, სიცრუეა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" სააგენტო bm.ge-ზე დაყრდნობით მომზადებულ ერთ-ერთ სიუჟეტში გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის სავარაუდო ტენდერის შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, ტენდერზე 12 მილიონი ლარია გამოყოფილი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის ამოცანა კი რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტვირთნაკადის გაზრდაა.როგორც დეპარტამენტში განმარტეს, სინამდვილეში ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის (17-28 კმ, თბილისი–ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.ინფორმაცია ტენდერის შესახებ საჯარო და ხელმისაწვდომია და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იგი ტენდერის გამოცხადებისთანავე გაავრცელა, აღნიშნეს უწყებაში.როგორც დეპარტამენტში განმარტეს, ჟურნალისტს, რომელმაც რეპორტაჟი მოამზადა, არც უცდია ინფორმაციის კომპეტენტურ უწყებაში გადამოწმება და სიუჟეტი შეგნებულად ცრუ ინფორმაციაზე ააგო.ივნისში დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი–ნატახტრის (17–27 კმ) მონაკვეთზე 21 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით დაგეგმილია პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება.ზაჰესი-ნატახტრის გზაზე მრავლობითი ბზარებია: დეპარტამენტის განცხადება>>>რაც შეეხება საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელ გზას, 2023 წელს ხელისუფლებამ ნატახტარი–ჟინვალის გზის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაგეგმა.გარდა ამისა, მიმდინარეობს საქართველო–რუსეთის საზღვრის მიმართულებით ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების თანახმად, გვირაბის მშენებლობისა და ქვეშეთი–კობის მიმართულებით გზის მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248988604_152:0:2848:2022_1920x0_80_0_0_682612c87dac3b8661f8754ac7b33da0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: საქართველო რუსეთის მიმართულებით გზას არ აფართოვებს
15:41 17.07.2023 (განახლებულია: 20:41 17.07.2023) უწყება ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ეხმაურება.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება, სიცრუეა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" სააგენტო bm.ge-ზე დაყრდნობით მომზადებულ ერთ-ერთ სიუჟეტში გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის სავარაუდო ტენდერის შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, ტენდერზე 12 მილიონი ლარია გამოყოფილი, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის ამოცანა კი რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტვირთნაკადის გაზრდაა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. ტენდერი, რომელსაც სიუჟეტში ტყუილის დამადასტურებელ ფაქტად იყენებენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოებისთვის. ეს არის მონაკვეთი თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე", – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დეპარტამენტში განმარტეს, სინამდვილეში ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის (17-28 კმ, თბილისი–ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.
„თბილისი–ნატახტრის მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას, როგორც ამას სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ", – აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაცია ტენდერის შესახებ საჯარო და ხელმისაწვდომია და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იგი ტენდერის გამოცხადებისთანავე გაავრცელა, აღნიშნეს უწყებაში.
როგორც დეპარტამენტში განმარტეს, ჟურნალისტს, რომელმაც რეპორტაჟი მოამზადა, არც უცდია ინფორმაციის კომპეტენტურ უწყებაში გადამოწმება და სიუჟეტი შეგნებულად ცრუ ინფორმაციაზე ააგო.
„ეს ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
ივნისში დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი–ნატახტრის (17–27 კმ) მონაკვეთზე 21 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით დაგეგმილია პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება.
რაც შეეხება საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელ გზას, 2023 წელს ხელისუფლებამ ნატახტარი–ჟინვალის გზის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაგეგმა.
გარდა ამისა, მიმდინარეობს საქართველო–რუსეთის საზღვრის მიმართულებით ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების თანახმად, გვირაბის მშენებლობისა და ქვეშეთი–კობის მიმართულებით გზის მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება.