https://sputnik-georgia.com/20230620/-------278734519.html
ზაჰესი-ნატახტრის გზაზე მრავლობითი ბზარებია: დეპარტამენტის განცხადება
ზაჰესი-ნატახტრის გზაზე მრავლობითი ბზარებია: დეპარტამენტის განცხადება
Sputnik საქართველო
შექმნილი დისკომფორტის გამო დეპარტამენტი მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 20.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-20T12:21+0400
2023-06-20T12:21+0400
2023-06-20T17:35+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/08/267240837_0:157:1499:1000_1920x0_80_0_0_ae24eb0f248ec087be69c8a4d1482b55.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ზაჰესი–ნატახტრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ღამის საათებში გზის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც პერიოდულად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების განმარტებით, ზაჰესი–ნატახტრის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარზე გაჩენილია მრავლობითი ბზარები, აღინიშნება დეფორმაციები, ხშირია ორმოების გაჩენის შემთხვევები, რის გამოც გზაზე გადაადგილება არაკომფორტულია.დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და გზაზე უსაფრთხო და კომფორტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. აღდგება გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარის ფენა, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, განთავსდება მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა, მოეწყობა ახალი მიმმართველი ბოძკინტები და სხვ.პირველ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მარჯვენა მიმართულებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/08/267240837_53:197:1124:1000_1920x0_80_0_0_627052ee0e8b45e18174cbb5b9e999c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ზაჰესი-ნატახტრის გზაზე მრავლობითი ბზარებია: დეპარტამენტის განცხადება
12:21 20.06.2023 (განახლებულია: 17:35 20.06.2023) შექმნილი დისკომფორტის გამო დეპარტამენტი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ზაჰესი–ნატახტრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ღამის საათებში გზის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც პერიოდულად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ზაჰესი–ნატახტრის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარზე გაჩენილია მრავლობითი ბზარები, აღინიშნება დეფორმაციები, ხშირია ორმოების გაჩენის შემთხვევები, რის გამოც გზაზე გადაადგილება არაკომფორტულია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი–ნატახტრის (17–27 კმ) მონაკვეთზე 21 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით დაგეგმილია პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება. სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 24:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ჩატარდება.
დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და გზაზე უსაფრთხო და კომფორტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. აღდგება გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარის ფენა, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, განთავსდება მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა, მოეწყობა ახალი მიმმართველი ბოძკინტები და სხვ.
პირველ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მარჯვენა მიმართულებაზე.