https://sputnik-georgia.com/20230714/-------279574627.html
საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომია
საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომია
Sputnik საქართველო
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T22:44+0400
2023-07-14T22:44+0400
2023-07-14T22:44+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_0:104:3273:1945_1920x0_80_0_0_6d4ecf9574f6aa149c2c9dcbd6249fbf.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10-12 წლის ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, იგი აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა.ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. მანამდე პაპილომავირუსზე აცრის ჩატარება მხოლოდ გოგონებზე იყო ნებადართული.პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.სად და რა ასაკამდე შეუძლიათ გოგონებს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება?>>>12 წლამდე გოგონებისთვის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეროვნულ კალენდარში 2019 წელს შევიდა. 2022 წელს ასაკობრივი შეზღუდვა შეიცვალა – ჯერ 15 წლამდე, შემდეგ 18 წლამდე გაიზარდა. 2023 წლიდან კი მდედრობითი სქესის 26 წლამდე ყველა მოქალაქეს შეუძლია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა ჩაიტაროს.პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_15d3bc269fba6c956aa76988c3fc32f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომია
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10-12 წლის ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, იგი აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა.
ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. მანამდე პაპილომავირუსზე აცრის ჩატარება მხოლოდ გოგონებზე იყო ნებადართული.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.
12 წლამდე გოგონებისთვის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეროვნულ კალენდარში 2019 წელს შევიდა. 2022 წელს ასაკობრივი შეზღუდვა შეიცვალა – ჯერ 15 წლამდე, შემდეგ 18 წლამდე გაიზარდა. 2023 წლიდან კი მდედრობითი სქესის 26 წლამდე ყველა მოქალაქეს შეუძლია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა ჩაიტაროს.
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.