https://sputnik-georgia.com/20230426/sad-da-ra-asakamdea-shesazlebeli-papilomavirusis-sawinaagmdego-acris-gaketeba-277092455.html
სად და რა ასაკამდე შეუძლიათ გოგონებს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება?
სად და რა ასაკამდე შეუძლიათ გოგონებს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება?
Sputnik საქართველო
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში). 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T18:00+0400
2023-04-26T18:00+0400
2023-08-17T10:48+0400
საქართველო
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
საზოგადოება
ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_0:104:3273:1945_1920x0_80_0_0_6d4ecf9574f6aa149c2c9dcbd6249fbf.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოში 9-დან 26 წლამდე გოგონებსა და ქალებში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა, განაცხადა „საქართველოს წითელი ჯვრის" ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ლომთაძემ.ლომთაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინა შედარებით ახალია, ამიტომ მიმართვიანობა დაბალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სწორედ ამიტომ იგეგმება ამ ვაქცინის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საზოგადოებასთან შეხვედრებისა და საუბრების გზით.პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ კლინიკაში, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სერვისს.პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.საქართველო შეუერთდა იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს, რომელიც ჯანმოს ინიციატივით 23-29 აპრილს ტარდება. კვირეულის მთავარი მიზანი იმუნიზაციის აუცილებლობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველო იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს.იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წელს ამოქმედდა. 2002 წელს ქვეყანა სერტიფიცირებული იქნა, როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისგან თავისუფალი ტერიტორია.ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის კალენდარში 5 ახალი ვაქცინა დაინერგა და ეროვნული კალენდარი განვითარებული ქვეყნების აცრების კალენდარს თითქმის სრულად მიუახლოვდა.იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. 2002 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი – წლამდე ასაკის ბავშვთა ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი HBsAg-ზე და, დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონოვაქცინით და იმუნოგლობულინით.2022 წელს საქართველომ მიაღწია B ჰეპატიტის კონტროლის რეგიონულ მიზნებს იმუნიზაციის საშუალებით, 2020 წელს კი წითურას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262081443_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_15d3bc269fba6c956aa76988c3fc32f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი , საზოგადოება, ახალი ამბები, ექიმის რჩევები
საქართველო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი , საზოგადოება, ახალი ამბები, ექიმის რჩევები
სად და რა ასაკამდე შეუძლიათ გოგონებს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება?
18:00 26.04.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოში 9-დან 26 წლამდე გოგონებსა და ქალებში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა, განაცხადა „საქართველოს წითელი ჯვრის" ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ლომთაძემ.
თავდაპირველად უფასო ვაქცინაცია 12 წლამდე გოგონებზე ვრცელდებოდა. შემდეგ ასაკობრივი შეზღუდვა შეიცვალა – ჯერ 15 წლამდე, შემდეგ 18 წლამდე გაიზარდა. ახლა მდედრობითი სქესის 26 წლამდე ყველა მოქალაქეს შეუძლია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა ჩაიტაროს.
ლომთაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინა შედარებით ახალია, ამიტომ მიმართვიანობა დაბალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სწორედ ამიტომ იგეგმება ამ ვაქცინის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საზოგადოებასთან შეხვედრებისა და საუბრების გზით.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ კლინიკაში, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სერვისს.
ვაქცინაციის სქემა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განსხვავებულია: 15 წლამდე მოზარდებმა არანაკლებ ექვსთვიანი ინტერვალით ვაქცინის ორი დოზა უნდა გაიკეთონ. 15–26 წლის ასაკში – სამი დოზა. ამასთან, მინიმალური ინტერვალი პირველ და მეორე აცრებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე აცრებს შორის – სულ ცოტა 3 თვე.
პაპილომავირუსი (HPV) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა კარგა ხანია დაადასტურა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და ძალზე ეფექტური. ამასთან, ჯობს ვაქცინაცია პირველ სექსუალურ კონტაქტამდე ჩატარდეს.
საქართველო შეუერთდა იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს, რომელიც ჯანმოს ინიციატივით 23-29 აპრილს ტარდება. კვირეულის მთავარი მიზანი იმუნიზაციის აუცილებლობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველო იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წელს ამოქმედდა. 2002 წელს ქვეყანა სერტიფიცირებული იქნა, როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისგან თავისუფალი ტერიტორია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის კალენდარში 5 ახალი ვაქცინა დაინერგა და ეროვნული კალენდარი განვითარებული ქვეყნების აცრების კალენდარს თითქმის სრულად მიუახლოვდა.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. 2002 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი – წლამდე ასაკის ბავშვთა ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი HBsAg-ზე და, დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონოვაქცინით და იმუნოგლობულინით.
2022 წელს საქართველომ მიაღწია B ჰეპატიტის კონტროლის რეგიონულ მიზნებს იმუნიზაციის საშუალებით, 2020 წელს კი წითურას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა.