https://sputnik-georgia.com/20230713/-----279524220.html
თბილისსა და რეგიონებში „ქურდები აყარეს“
თბილისსა და რეგიონებში „ქურდები აყარეს“
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 13.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-13T17:52+0400
2023-07-13T17:52+0400
2023-07-13T22:17+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_231:581:2837:2047_1920x0_80_0_0_99479aceb7b6cd975c0ca1cb92b354d4.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ქუთაისსა და სვანეთის რეგიონში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული პირები, რომელთა ასაკიც 23-დან 65 წლამდეა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული სამი პირი აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ერთვებოდა მოქალაქეებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში და მათი „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში. გარდა ამისა, აღნიშნული პირები გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას და საკუთარ მოსაზრებებს და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებული ორი პირი მატერიალური სარგებლის მისაღების მიზნით საბერძნეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ დაუკავშირდა.პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით მიმდინარეობს – „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_419:571:2387:2047_1920x0_80_0_0_2905cdd55c52d7a9016563dafe457ece.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში „ქურდები აყარეს“
17:52 13.07.2023 (განახლებულია: 22:17 13.07.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ქუთაისსა და სვანეთის რეგიონში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პირები, რომელთა ასაკიც 23-დან 65 წლამდეა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული სამი პირი აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ერთვებოდა მოქალაქეებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში და მათი „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში. გარდა ამისა, აღნიშნული პირები გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას და საკუთარ მოსაზრებებს და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებული ორი პირი მატერიალური სარგებლის მისაღების მიზნით საბერძნეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ დაუკავშირდა.
პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით მიმდინარეობს – „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.