https://sputnik-georgia.com/20230712/metrosadguri-avlabari-seizleba-2-kvirit-daiketos-279495760.html
მეტროს სადგური „ავლაბარი" შესაძლოა ორი კვირით დაიკეტოს
მეტროს სადგური „ავლაბარი" შესაძლოა ორი კვირით დაიკეტოს
Sputnik საქართველო
მეტროს სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო. 12.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-12T18:07+0400
2023-07-12T18:07+0400
2023-07-12T22:32+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24073/71/240737194_0:86:2000:1211_1920x0_80_0_0_289a99ffacd93dcad60e039079bca1b7.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შესაძლოა მეტროს სადგურ „ავლაბრის" ორი კვირით დახურვა გახდეს საჭირო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძის განმარტებით, სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა და დამატებითი სამუშაოების საჭიროება გამოიკვეთა. როგორც მერმა განაცხადა, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა. მისი თქმით, კონსოლის დემონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს სადგურ „ავლაბრის" ორი კვირით დახურვა. „თუ აღნიშნულის აუცილებლობა დადგა, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება", – განაცხადა მან. რაც შეეხება მეტროს სადგურზე ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კახა კალაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება. სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო. დედაქალაქის მერი მეტროს სადგურებში ჩასატარებელ სამუშაოებზე>>მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება და თანამედროვე სტანდარტებით განახლდება მეტროს სადგურის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. მწვანე კედელი. რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება: კონსტრუქციების გამაგრებისა და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოსაპირკეთებელი, ასევე სახურავის მოწყობის (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა) სამუშაოები. სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4,2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი" ასრულებს, პროექტზე კი შპს „არტსტუდიო პროექტმა" იმუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24073/71/240737194_135:0:1866:1298_1920x0_80_0_0_beb6937d18a5af8c102dc5f605f1c43c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მეტროს სადგური „ავლაბარი" შესაძლოა ორი კვირით დაიკეტოს
18:07 12.07.2023 (განახლებულია: 22:32 12.07.2023) მეტროს სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შესაძლოა მეტროს სადგურ „ავლაბრის" ორი კვირით დახურვა გახდეს საჭირო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განმარტებით, სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა და დამატებითი სამუშაოების საჭიროება გამოიკვეთა.
როგორც მერმა განაცხადა, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა.
„უახლოეს დღეებში ველოდებით ბიუროს დასკვნას, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში" სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად", – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კონსოლის დემონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს სადგურ „ავლაბრის" ორი კვირით დახურვა.
„თუ აღნიშნულის აუცილებლობა დადგა, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება", – განაცხადა მან.
რაც შეეხება მეტროს სადგურზე ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კახა კალაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება და თანამედროვე სტანდარტებით განახლდება მეტროს სადგურის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. მწვანე კედელი.
რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება: კონსტრუქციების გამაგრებისა და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოსაპირკეთებელი, ასევე სახურავის მოწყობის (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა) სამუშაოები.
სადგურ „ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4,2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი" ასრულებს, პროექტზე კი შპს „არტსტუდიო პროექტმა" იმუშავა.