https://sputnik-georgia.com/20230712/igegmeba-tu-ara-erovnuli-gamocdebis-reforma-amilaxvari-279484231.html
იგეგმება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა? - მინისტრის პასუხი
იგეგმება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა? - მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
განათლება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ადაპტირდება და ვითარდება, აღნიშნა გიორგი ამილახვარმა. 12.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-12T12:01+0400
2023-07-12T12:01+0400
2023-07-12T17:32+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
გიორგი ამილახვარი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396264_0:79:2048:1232_1920x0_80_0_0_ddeb17234aa77385e3f051e0fb446934.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირება უახლოესი ორი წლის განმავლობაში არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. ამასთან ერთად მინისტრმა განმარტა, რომ ცვლილებები მისაღები გამოცდების პროცესში დაინერგება უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ. მინისტრის თქმით, ამჟამად განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნაზე, რომელიც თავისთავად გამოიწვევს ცვლილებებს, თუმცა ეს არ მოხდება უახლოეს ორ წელიწადში. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება. 2023 წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396264_24:0:1844:1365_1920x0_80_0_0_7c94f2f61e38d8ca3f178ea934a67390.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
იგეგმება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა? - მინისტრის პასუხი
12:01 12.07.2023 (განახლებულია: 17:32 12.07.2023) განათლება ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ადაპტირდება და ვითარდება, აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირება უახლოესი ორი წლის განმავლობაში არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
ამასთან ერთად მინისტრმა განმარტა, რომ ცვლილებები მისაღები გამოცდების პროცესში დაინერგება უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ.
„დროსთან ერთად ყველაფერს სჭირდება განახლება. განათლება არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც წლიდან წლამდე ადაპტირდება და ვითარდება, განსაკუთრებით კი ეს ხდება ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ჟამს, ამიტომ ცხადია, სამომავლოდ იქნება გარკვეული ცვლილებები", – განაცხადა ამილახვარმა bmg-ს ეთერში.
მინისტრის თქმით, ამჟამად განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნაზე, რომელიც თავისთავად გამოიწვევს ცვლილებებს, თუმცა ეს არ მოხდება უახლოეს ორ წელიწადში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება. 2023 წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.