https://sputnik-georgia.com/20230710/onkopacient-bansvebs-saxelmwifo-sam-qveyanasi-mkurnalobas-daufinansebs-279437154.html
ონკოპაციენტ ბავშვებს სახელმწიფო თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მკურნალობას დაუფინანსებს
ონკოპაციენტ ბავშვებს სახელმწიფო თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მკურნალობას დაუფინანსებს
Sputnik საქართველო
მკურნალობის დასაფინანსებლად გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა. 10.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-10T18:44+0400
2023-07-10T18:44+0400
2023-07-10T22:56+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_a7602d2857f68aca0bfdabf705ce0b74.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობა, საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თვის ბოლომდე დამტკიცდება ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსების პროგრამა და 300-მდე ბავშვი ყოველწლიურად სამ ქვეყანაში შეძლებს მკურნალობას.მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში - არა.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_65:0:1122:793_1920x0_80_0_0_0e33d5dcb78db661f666fddf3cd8464d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ონკოპაციენტ ბავშვებს სახელმწიფო თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მკურნალობას დაუფინანსებს
18:44 10.07.2023 (განახლებულია: 22:56 10.07.2023) მკურნალობის დასაფინანსებლად გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობა, საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თვის ბოლომდე დამტკიცდება ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსების პროგრამა და 300-მდე ბავშვი ყოველწლიურად სამ ქვეყანაში შეძლებს მკურნალობას.
„ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში - არა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.