https://sputnik-georgia.com/20230710/-------279442822.html
ქუთაისი და ბიშკეკი შესაძლოა პირდაპირმა ავიარეისებმა დააკავშიროს
ქუთაისი და ბიშკეკი შესაძლოა პირდაპირმა ავიარეისებმა დააკავშიროს
Sputnik საქართველო
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება. 10.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-10T21:44+0400
2023-07-10T21:44+0400
2023-07-10T23:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ყირგიზეთი
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_2da7b9dd3c129390774278e93a15dacc.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის ელჩს კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყება განიხილა, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.ამ ეტაპზე საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის.მისი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.„ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირგიზულ ავიაკომპანიებს შორის, რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს“, – განაცხადა ქარქაშაძემ.2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3.432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს სულ – 14.218 ვიზიტორი, რაც 7%-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით.როგორ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის ვერსია >>ამ წლის იანვარი-მაისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502.323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდს 74%-ით აღემატება.გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1.591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 66%-ით მეტია.ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.
საქართველო
ყირგიზეთი
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_50:0:2781:2048_1920x0_80_0_0_312d4b36c401c58e29a4b2021e41fbbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ყირგიზეთი, ქუთაისი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ყირგიზეთი, ქუთაისი
ქუთაისი და ბიშკეკი შესაძლოა პირდაპირმა ავიარეისებმა დააკავშიროს
21:44 10.07.2023 (განახლებულია: 23:23 10.07.2023) ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის ელჩს კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყება განიხილა, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
ამ ეტაპზე საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის.
„ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო კავშირები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
„ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირგიზულ ავიაკომპანიებს შორის, რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3.432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს სულ – 14.218 ვიზიტორი, რაც 7%-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით.
ამ წლის იანვარი-მაისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502.323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდს 74%-ით აღემატება.
გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1.591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 66%-ით მეტია.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.