პოლიციამ Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerლგბტ-მოწინააღმდეგეთა აქცია ლისის ტბაზე
ლგბტ-მოწინააღმდეგეთა აქცია ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2023
გამოწერა
ორი მამაკაცი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით - პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა Tbilisi Pride-ის ფესტივალის ორი მიწინააღმდეგე, რომლებიც ლისის ტბის ტერიტორიაზე ღონისძიების ჩაშლაში მონაწილეობდნენ, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ლგბტ თემის ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია. სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი სხვადასხვა საგნებით იყო შეირაღებული.
„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დროს Tbilisi Open Air-ის ინვენტარი მოიპარეს >>
ორი მამაკაცი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0