„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დროს Tbilisi Open Air-ის ინვენტარი მოიპარეს

© photo: Sputnik / Stringer„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დროს Tbilisi Open Air-ის ინვენტარი მოიპარეს
„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დროს Tbilisi Open Air-ის ინვენტარი მოიპარეს - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2023
გამოწერა
დაზიანებულია და განადგურებულია სცენის აღჭურვილობა, განაცხადეს კომპანიაში
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. კომპანია Tbilisi Open Air-მა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ამავე სახელწოდების მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომ Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლის დროს მისი ქონების ქურდობის შესახებ განაცხადა.
პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება: სახალხო დამცველი ლგბტ-ფესტივალის ჩაშლაზე >>
„თბილისი პრაიდი“ უნდა ჩატარებულიყო იმ ტერიტორიაზე, სადაც მანამდე Tbilisi Open Air-ის კონცერტები იმართებოდა. კომპანიის ინფორმაციით, დაზიანდა და განადგურდა მათი ქონება, მათ შორის სცენის აღჭურვილობა, ასევე გატეხილია საწყობი და მოპარულია კომპანიის კუთვნილი დანადგარები.
„საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნებით, მათ შორის კეტებით, ლგბტ-თემის და ჟურნალისტებს მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა, უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.
იმავდროულად, ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია უსაფრთხოების არასაკმარის ზომებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ თვითონ მისცა შესაძლებლობა კონტრაქციის მონაწილეებს, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე შეუფერხებლად მისულიყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0