https://sputnik-georgia.com/20230708/--------279365039.html
პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება: სახალხო დამცველი ლგბტ-ფესტივალის ჩაშლაზე
პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება: სახალხო დამცველი ლგბტ-ფესტივალის ჩაშლაზე
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის ყველა დარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინოს. 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T21:55+0400
2023-07-08T21:55+0400
2023-07-09T01:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
ლგბტ-თემის პრობლემები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279363065_0:1:1280:721_1920x0_80_0_0_809d88c7cec348701db18ae865b7deb1.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. პასუხისმგებლობა უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე და მათ უზრუნველყოფაზე სახელმწიფოს ეკისრება, მიუხედავად ამისა ლგბტ-თემის ფესტივალი არ შედგა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებაში.ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნებით, მათ შორის კეტებით, ლგბტ-თემის და ჟურნალისტებს მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა, უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას.სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის ყველა დარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინოს.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.იმავდროულად, ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია უსაფრთხოების არასაკმარის ზომებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ თვითონ მისცა შესაძლებლობა კონტრაქციის მონაწილეებს, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე შეუფერხებლად მისულიყვნენ.საქართველოში გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაგმეს ფესტივალის ჩაშლა და ხელისუფლებას მოუწოდა, დასაჯოს ძალადობის წამქეზებლები. ფესტივალის ჩაშლა დაგმეს აშშ-ს, ჩეხეთისა და გერმანიის საელჩოებმაც.მოვლენების ქრონოლოგიალგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.შსს კი გარანტიებს იძლეოდა, რომ კვირეულის ბოლო ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფდა. ღონისძიების უსაფრთხოების გარანტიას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279363065_160:0:1121:721_1920x0_80_0_0_ab9855f2194050b9af07fc2e5a83dfbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, ლგბტ-თემის პრობლემები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, ლგბტ-თემის პრობლემები
პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება: სახალხო დამცველი ლგბტ-ფესტივალის ჩაშლაზე
21:55 08.07.2023 (განახლებულია: 01:14 09.07.2023) სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის ყველა დარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინოს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. პასუხისმგებლობა უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე და მათ უზრუნველყოფაზე სახელმწიფოს ეკისრება, მიუხედავად ამისა ლგბტ-თემის ფესტივალი არ შედგა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებაში.
ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნებით, მათ შორის კეტებით, ლგბტ-თემის და ჟურნალისტებს მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა, უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას.
„ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას, დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის ყველა დარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.
იმავდროულად, ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია უსაფრთხოების არასაკმარის ზომებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ თვითონ მისცა შესაძლებლობა კონტრაქციის მონაწილეებს, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე შეუფერხებლად მისულიყვნენ.
საქართველოში გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაგმეს ფესტივალის ჩაშლა და ხელისუფლებას მოუწოდა, დასაჯოს ძალადობის წამქეზებლები. ფესტივალის ჩაშლა დაგმეს აშშ-ს, ჩეხეთისა და გერმანიის საელჩოებმაც.
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
შსს კი გარანტიებს იძლეოდა, რომ კვირეულის ბოლო ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფდა. ღონისძიების უსაფრთხოების გარანტიას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.