https://sputnik-georgia.com/20230709/--------279376111.html
ფეხბურთი: ინგლისის ნაკრებმა ბათუმში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
ფეხბურთი: ინგლისის ნაკრებმა ბათუმში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
Sputnik საქართველო
ინგლისის ნაკრებმა ტურნირის ყველა მატჩი მოიგო და არცერთი გოლი არ გაუშვა: 10:0. 09.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-09T10:10+0400
2023-07-09T10:10+0400
2023-07-09T10:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279366509_61:365:1831:1360_1920x0_80_0_0_c8a04aa6a04d29f5cd39926dad18a3b0.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ევრო 2023 U-21-ის ფინალურ მატჩში ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ ესპანეთი ანგარიშით 1-0 დაამარცხა.შეხვედრა, რომელიც ბათუმში თითქმის სავსე სტადიონით გაიმართა (18490 მაყურებელი), ბრიტანელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში ესპანელთა კართან ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე დააკლდათ.ესპანეთმა თამაში ნელ-ნელა გაათანაბრა და შეტევას შეტევაზე ახორციელებდა, მაგრამ ბრიტანელებმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნეს - მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კოულ პალმერის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კერტის ჯონსს მოხვდა - 1:0.მეორე ტაიმში არცერთ გუნდს არ გაუტანია.მე-6 დამატებულ წუთზე ინგლისის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუისმა ააცილა. ბრიტანელების მეკარე ჯეიმს ტრაფორდი თავის მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან მოიგერია არა მხოლოდ 11-მეტრიანი, არამედ ორი შემდგომი დარტყმაც.ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ფინალამდე შესანიშნავი მაჩვენებლებით მივიდა. გუნდმა ტურნირის ყველა მატჩი მოიგო და არცერთი გოლი არ გაუშვა: 10:0.ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართა. თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მასპინძლობდა. 8 ივლისს „ბათუმის არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279366509_224:349:1579:1365_1920x0_80_0_0_a7fc80925f0a9e395b7ed90552f747da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, აჭარა , ბათუმი
ფეხბურთი: ინგლისის ნაკრებმა ბათუმში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
ინგლისის ნაკრებმა ტურნირის ყველა მატჩი მოიგო და არცერთი გოლი არ გაუშვა: 10:0.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ევრო 2023 U-21-ის ფინალურ მატჩში ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ ესპანეთი ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
შეხვედრა, რომელიც ბათუმში თითქმის სავსე სტადიონით გაიმართა (18490 მაყურებელი), ბრიტანელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში ესპანელთა კართან ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე დააკლდათ.
ესპანეთმა თამაში ნელ-ნელა გაათანაბრა და შეტევას შეტევაზე ახორციელებდა, მაგრამ ბრიტანელებმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნეს - მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კოულ პალმერის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კერტის ჯონსს მოხვდა - 1:0.
მეორე ტაიმში არცერთ გუნდს არ გაუტანია.
მე-6 დამატებულ წუთზე ინგლისის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რუისმა ააცილა. ბრიტანელების მეკარე ჯეიმს ტრაფორდი თავის მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან მოიგერია არა მხოლოდ 11-მეტრიანი, არამედ ორი შემდგომი დარტყმაც.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ფინალამდე შესანიშნავი მაჩვენებლებით მივიდა. გუნდმა ტურნირის ყველა მატჩი მოიგო და არცერთი გოლი არ გაუშვა: 10:0.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართა. თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მასპინძლობდა. 8 ივლისს „ბათუმის არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.