https://sputnik-georgia.com/20230708/-----------279354081.html
ბორჯომში ორი ახალგაზრდის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - ერთი პირი დაკავებულია
ბორჯომში ორი ახალგაზრდის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - ერთი პირი დაკავებულია
Sputnik საქართველო
ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით მიიყვანეს 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T16:10+0400
2023-07-08T16:10+0400
2023-08-10T14:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_06a462f89dd34288e2899f1385c88eb5.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_23d08ff5155e2f10a8864923a58ea556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბორჯომში ორი ახალგაზრდის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - ერთი პირი დაკავებულია
16:10 08.07.2023 (განახლებულია: 14:35 10.08.2023) ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით მიიყვანეს
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.