კრიპტოვალუტის საქმე: გიორგი ბაჩიაშვილს გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება 6 ივლისს გამართულ პროცესზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. საქმის გამოძიების დასრულებამდე ბაჩიაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და დაევალა მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად გიორგი ბაჩიაშვილი. იგი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

„ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი დანაშაული, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია, შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს", – განაცხადა ბაჩიაშვილმა პროცესზე.

საქმის პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გამოძიება დაზარალებულის წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა კრიპტოვალუტა ინვესტიციის განხორციელების შემდეგ მიითვისა.
თანაინვესტირების ფონდში ყოფილი დირექტორის კრიპტოთაღლითობაზე ისაუბრეს>>>
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება 6 ივლისს გაავრცელა. საუბარია 39 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის თანხაზე.
საქმე ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536,9 ათასი დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
სისხლის სამართლის საქმე „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა" და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის" ფაქტებზე აღიძრა, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0