თანაინვესტირების ფონდში ყოფილი დირექტორის კრიპტოთაღლითობაზე ისაუბრეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიკრიპტოვალუტა ბიტკოინი
კრიპტოვალუტა ბიტკოინი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს უკვე წლებია აღარ უკავია ფონდის დირექტორის პოსტი, არამედ არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, განუცხადა ფონდის პრეს-სამსახურმა „პირველ არხს“.
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 39 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის თანხაზე.

„გიორგი ბაჩიაშვილი უკვე წლებია აღარ არის ფონდში დირექტორის პოზიციაზე. ის არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. შესაბამისად, ამ თემაზე საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ბრალდებული, თავისი პოზიციის გამო, ფონდში ყოველდღიურად არ დადიოდა.
ეს საკითხი თანაინვესტირების ფონდს არ ეხება, აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
სისხლის სამართლის საქმე „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა" და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის" ფაქტებზე აღიძრა, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ უფროსს კრიპტოთაღლითობაში ადანაშაულებენ>>
ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536.900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0