https://sputnik-georgia.com/20230706/------279308009.html
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ უფროსს კრიპტოთაღლითობაში ადანაშაულებენ
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ უფროსს კრიპტოთაღლითობაში ადანაშაულებენ
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T16:43+0400
2023-07-06T16:43+0400
2023-07-06T21:42+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252394884_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_0b74d1e7be066d1798392ce47ff665e8.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სისხლის სამართლის საქმე „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა" და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის" ფაქტებზე აღიძრა, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია 2015 წლის ივლისში ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე.ხელშეკრულების ღირებულებად 6,3 მლნ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 მლნ დოლარს, ხოლო ბრალდებულის – 1,3 მლნ დოლარს.შეთანხმების მიხედვით, ბრალდებულს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო მოსალოდნელი მოგება მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე, შეთანხმებით, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტოსაფულეზე.ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებულ იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც, ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა.ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536.900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით დამალა და შენიღბა მისი კრიპტოვალუტა, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის – 8.253,13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252394884_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_da70f271b68a0d9a7fe057032dcb66d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ უფროსს კრიპტოთაღლითობაში ადანაშაულებენ
16:43 06.07.2023 (განახლებულია: 21:42 06.07.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია პროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა" და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის" ფაქტებზე აღიძრა, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტის – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა", – ნათქვამია განცხადებაში.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია 2015 წლის ივლისში ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე.
ხელშეკრულების ღირებულებად 6,3 მლნ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 მლნ დოლარს, ხოლო ბრალდებულის – 1,3 მლნ დოლარს.
შეთანხმების მიხედვით, ბრალდებულს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო მოსალოდნელი მოგება მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე, შეთანხმებით, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტოსაფულეზე.
ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებულ იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც, ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა.
ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536.900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით დამალა და შენიღბა მისი კრიპტოვალუტა, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის – 8.253,13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.