უკრაინის ინტერესი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა - გია ვოლსკი

© Sputnik / STRINGERგიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის უკვე წელიწადზე მეტია დაძაბული ურთიერთობებია.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა უკრაინის საგანგებო თემაა და ქვეყნის ხელისუფლება ამას არც მალავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ. თავდაპირველად მიზეზი იყო მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გამგზავრებაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში სანქციების არიდების კუთხით.

„რასაკვირველია, უკრაინისთვის საგანგებო თემაა, და ამას არც მალავენ, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა – იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, არ გაუკეთა ორგანიზება მოხალისეების წასვლას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინამ თავისი ელჩი საქართველოდან (სხვა ქვეყნებიდანაც) 2022 წლის მარტში გაიწვია, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ლაპარაკი „აშკარა პოლიტიკურ თემებზე“, აღნიშნა მან. ოფიციალური მიზეზი გახდა დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, რადგანაც ქვეყნები, სადაც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს.
გარდა ამისა, პოლიტიკოსი შეეხო ბრალდებებს საქართველოს მისამართით, თითქოს ქვეყანა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მსგავსი შემთხვევა ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, რაც გასულ კვირაში თბილისში ჩამოსულმა სანქციების საკითხებში საერთაშორისო წარმომადგენლებმაც დაადასტურეს
„შემდეგ ეს ყბადაღებული მოგონილი თემა რუსეთთან დაკავშირებით, შავ ხვრელებთან დაკავშირებით, ესეც ტყუილი გამოდგა და შემდეგ უკვე მოიგონეს სააკაშვილის წამებისა და მოწამვლის თემა, რომელმაც ასევე არ იმუშავა და სტრასბურგის სასამართლომ ამას წერტილი დაუსვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ყველას ყველაფერი ახსოვს“ – თბილისში კიევის განცხადებას უპასუხეს>>
ოპოზიცია მრავალი თვე ამტკიცებდა, რომ პატიმარი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ, გამოუშვას საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი კიევიდან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგება რთული იქნება, თუმცა მმართველი გუნდი ურთიერთობების მოგვარებას შეეცდება.

„აშკარად შეიმჩნევა, რომ პრიორიტეტების ახლებურად გადალაგება ხდება ამ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან. როგორც ჩანს, პრიორიტეტების კონფიგურაცია შეიცვალა და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე უფრო ღირებული სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა გახდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქართულ საზოგადოებას არ გაუჭირდება დასკვნების გამოტანა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მიხაილ პოდოლიაკისა და უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებების შემდეგ, მიიჩნევს დეპუტატი.
კიევის მოწოდებები
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, კიევმა არაერთხელ ითხოვა საომარი მოქმედებების დაწყება იმ მოტივით, რომ რუსეთის ჯარები კონცენტრირებული არიან უკრაინაზე.
ზელენსკისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს - დეპუტატი>>
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მიხაილ პოდოლიაკმა, ასევე დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ. თავად ზელენსკიც გამოვიდა მსგავსი განცხადებით.
პოდოლიაკი ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე გუშინაც გამოვიდა და ამჯერად განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთვის არასდროს მოუწოდებია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მოსახლეობას კარგად ახსოვს, რისკენ მოუწოდებდა ქვეყანას უკრაინის ხელისუფლება.
ქართული წარმოშობის უკრაინელმა პოლიტიკოსმა, უკრაინის რადის ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყანას სათავეში ჩაუდგება ან ახალი ძალა, ან კოალიცია.
სპეკულაციებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ უპასუხა - თალაკვაძე>>
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ სამწუხაროა, როცა უკრაინელი მაღალჩინოსანი, იმ ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, სადაც უმძიმესი კონფლიქტია, პოულობს დროს, კომენტარი გააკეთოს საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე და ასე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.
ამავდროულად საქართველოს ხელისუფლება მუდამ აღნიშნავს, რომ უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ყველა ახალი ამბავი
0