თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის( ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მურმან ლებანიძის, ბორჯომის, ცაბაძის, თევდორე მღვდლის, სადგურის, ტერენტი გრანელის, მამარდაშვილის, ჩიტაიას, ივანე ჯავახიშვილის, გოგი დოლიძის, კიევის, ბენაშვილის, ჩუბინაშვილის, მაზნიაშვილის, ჩიქობავას, გიორგი ერისთავის, ანაკლიის, კლდიაშვილის, ორჯონიკიძის, ჩანჩიბაძის, ახალციხის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, სულუხიას, ჩიქობავას, რომის, ტყვიავის, მოსე გოგიბერიძის, სუნდუკიანის, ჩერნიშევსკის, ზაქარია ქურდიანის და ნეკრასოვის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, ჩიქობავას, ბენაშვილის, მაზნიაშვილის, ტერენტი გრანელის, მამარდაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, სადგურის, მურმან ლებანიძის, ცაბაძის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცაგარელი, საბურთალოს, შმიდტის, ბურძგლას, ვასო გოძიაშვილის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, სახოკიას, გაბრიელ ისაკაძის, ბაჩანა ბრეგვაძის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის, პაატა დათუაშვილის, საბურთალოს, ვასო გოძიაშვილის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), შუამთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I, II, IV მიკორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), დავით ბერიაშვილის, გიორგი ბერიაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, შალვა მშველიძის, შანდორ პეტეფის, ზურაბ პატარიძის, ხელოვანთა, დავით კვაჭანტირაძის, ნიკო მუსხელიშვილის, ემზარ სულაქველიძის, თეოფანე დავითაიას, ალუბლების და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბახმელის, გორგასალის, ხონელის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის, იოსებ გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბახმელის, გორგასალის, ხონელის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის, იოსებ გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0