https://sputnik-georgia.com/20230706/-------279304196.html
რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა იაპონიის ელჩთან შეხვედრისას
რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა იაპონიის ელჩთან შეხვედრისას
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T14:15+0400
2023-07-06T14:15+0400
2023-07-06T19:50+0400
საქართველო
იაპონია
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.იშიძუკა ჰიდეკი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე აკირა იმამურა ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოში იაპონიის ელჩის პოზიციას 2020 წლის ბოლოდან იკავებდა.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, შეეხნენ სავაჭრო ურთიერთობების მეტი ლიბერალიზაციის თემას, რაც გაზრდის საქონელბრუნვას საქართველოსა და იაპონიას შორის.პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იაპონია , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, იაპონია , პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა იაპონიის ელჩთან შეხვედრისას
14:15 06.07.2023 (განახლებულია: 19:50 06.07.2023) შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იშიძუკა ჰიდეკი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე აკირა იმამურა ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოში იაპონიის ელჩის პოზიციას 2020 წლის ბოლოდან იკავებდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, შეეხნენ სავაჭრო ურთიერთობების მეტი ლიბერალიზაციის თემას, რაც გაზრდის საქონელბრუნვას საქართველოსა და იაპონიას შორის.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში.