ახალი აღიარება: ვის უკავშირებს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ცხოვრებას?

© courtesy of Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე
 - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტის პირადი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, საკუთარ პირად ცხოვრებაზე სოციალურ ქსელში განმარტებები გააკეთა.

„ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

2021 წლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღიარა საჯაროდ, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ჰყავს ქალიშვილი ელის-მარია, რომელსაც მან თავისი უმცროსი შვილი უწოდა.
უცნობია ოფიციალურად განქორწინდა თუ არა სააკაშვილი სანდრა რულოვსთან, რადგან ამაზე განცხადება არცერთს არ გაუკეთებია. სააკაშვილს და სანდრა რულოვსს ორი საერთო შვილი ჰყავთ – ედუარდი (1995 წ.) და ნიკოლოზი (2005 წ.).
ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურაღების ცენტში ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი სასიყვარულო ურთიერთობა მოექცა, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატს ელიზავეტა იასკოს უკავშირდება.
სააკაშვილის ძმამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მეოთხე შვილი ჰყავს >>
2023 წლის 7 ივნისს მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ შვილი გააჩინა საქართველოს ექს-პრეზიდენტისგან, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაშია.
მანამდე, 1 ივნისს იასკომაც აღიარა, რომ შვილი სააკაშვილისგან გააჩინა. 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში კი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, შვილის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით, მის ქალიშვილს ჟასმინ იასკოს გადაუფორმა ძვირადღირებული ბინა კიევის ცენტრში და ასევე გადასცა ფულადი თანხა 1 მილიონი გრივნის ოდენობით.
მიხეილ სააკაშვილმა იასკოსთან ურთიერთობა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის შემოდგომაზე აღიარა.
სააკაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.

სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში", სადაც წელიწადზე მეტია იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0