https://sputnik-georgia.com/20230607/liza-iaskos-gogona-saakasvilis-svilia-278372509.html
სააკაშვილის ძმამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მეოთხე შვილი ჰყავს
სააკაშვილის ძმამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მეოთხე შვილი ჰყავს
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის ოქტომბრიდან იმყოფება, მისი მეოთხე შვილი კი დაახლოებით ექვსი თვისაა. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T21:54+0400
2023-06-07T21:54+0400
2023-06-07T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261373072_190:439:744:750_1920x0_80_0_0_6228544fc17e3a66a6497273416aa80e.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ შვილი გააჩინა საქართველოს ექს-პრეზიდენტისგან, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაშია, იუწყება „რია ნოვოსტი“ უკრაინულ გადაცემა „სტრანაზე“ დაყრდნობით.იასკომ 1 ივნისს აღიარა, რომ შვილი სააკაშვილისგან გააჩინა. 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში კი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, შვილის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით, მის ქალიშვილს ჟასმინ იასკოს გადაუფორმა ძვირადღირებული ბინა კიევის ცენტრში და ასევე გადასცა დიდი თანხა 1 მილიონი გრივნის ოდენობით.უცნობია ოფიციალურად განქორწინდა თუ არა სააკაშვილი სანდრა რულოვსთან, რადგან ამაზე განცხადება არცერთს არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილმა იასკოსთან ურთიერთობა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის შემოდგომაზე აღიარა.დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სანდრა რულოვსმა „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.სააკაშვილის მეოთხე შვილი: ლიზა იასკოს აღიარება >>სააკაშვილს და სანდრა რულოვსს ორი საერთო შვილი ჰყავთ – ედუარდი (1995 წ.) და ნიკოლოზი (2005 წ.).2021 წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღიარა საჯაროდ, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ჰყავს ქალიშვილი ელის-მარია, რომელსაც მან თავისი უმცროსი შვილი უწოდა.სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა "ვივამედში".
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261373072_198:416:643:750_1920x0_80_0_0_5919cc44895df2efe950e5364d090e89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილის ძმამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მეოთხე შვილი ჰყავს
21:54 07.06.2023 (განახლებულია: 23:00 07.06.2023) მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის ოქტომბრიდან იმყოფება, მისი მეოთხე შვილი კი დაახლოებით ექვსი თვისაა.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ შვილი გააჩინა საქართველოს ექს-პრეზიდენტისგან, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაშია, იუწყება „რია ნოვოსტი“ უკრაინულ გადაცემა „სტრანაზე“ დაყრდნობით.
იასკომ 1 ივნისს აღიარა, რომ შვილი სააკაშვილისგან გააჩინა. 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში კი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, შვილის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით, მის ქალიშვილს ჟასმინ იასკოს გადაუფორმა ძვირადღირებული ბინა კიევის ცენტრში და ასევე გადასცა დიდი თანხა 1 მილიონი გრივნის ოდენობით.
„დიახ, ეს მიხეილის შვილია. ეს გოგოა, დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიბადა. მე ვინახულე. მიხეილს ბავშვი არ უნახავს", – ასე უპასუხა დავით სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა Strana-ს კითხვაზე, არის თუ არა იასკოს შვილი მისი ძმისშვილი.
უცნობია ოფიციალურად განქორწინდა თუ არა სააკაშვილი სანდრა რულოვსთან, რადგან ამაზე განცხადება არცერთს არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილმა იასკოსთან ურთიერთობა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის შემოდგომაზე აღიარა.
დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სანდრა რულოვსმა „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.
სააკაშვილს და სანდრა რულოვსს ორი საერთო შვილი ჰყავთ – ედუარდი (1995 წ.) და ნიკოლოზი (2005 წ.).
2021 წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღიარა საჯაროდ, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ჰყავს ქალიშვილი ელის-მარია, რომელსაც მან თავისი უმცროსი შვილი უწოდა.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა "ვივამედში".