https://sputnik-georgia.com/20230601/saakasvilis-meotxe-svili-liza-iaskos-ariareba-278211760.html
სააკაშვილის მეოთხე შვილი: ლიზა იასკოს აღიარება
სააკაშვილის მეოთხე შვილი: ლიზა იასკოს აღიარება
Sputnik საქართველო
იასკომ მიანიშნა, რომ დაორსულდა კონფლიქტამდე, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T23:07+0400
2023-06-01T23:07+0400
2023-06-02T00:37+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261730114_0:167:1280:887_1920x0_80_0_0_f43c7e9249f6b462ce0e727476f619a1.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ მან გააჩინა ბავშვი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც ამჟამად საქართველოში სასჯელს იხდის.„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მისი მამა არ იქნებოდა ახლოს თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, რომლებშიც ერთად ყოფნას ვგეგმავდით. ჩემი ბავშვი ჩემი სიყვარულია. მისი მამისთვის მისი შვილი წარმოადგენს უკრაინულ ფესვებს და ის უკრაინული გაგრძელება, რომელზეც ის ოცნებობდა და რომელიც სურდა, ამაყობდა რა უკრაინის მოქალაქის პასპორტით“, - დაწერა იასკომ სოციალურ ქსელში.ამასთან მან მიანიშნა, რომ დაორსულდა კონფლიქტამდე, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.უცნობია ოფიციალურად განქორწინდა თუ არა სააკაშვილი სანდრა რულოვსთან, რადგან ამაზე განცხადება არც ერთს არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილმა იასკოსთან ურთიერთობა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის შემოდგომაზე აღიარა.დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სანდრა რულოვსმა „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.სააკაშვილს და სანდრა რულოვსს ორი საერთო შვილი ჰყავთ - ედუარდი (1995 წ.) და ნიკოლოზი (2005 წ.).2021 წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღიარა საჯაროდ, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს ქალიშვილი ელის-მარია, რომელსაც მან თავისი უმცროსი შვილი უწოდა.სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა "ვივამედში".
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261730114_152:169:1207:960_1920x0_80_0_0_cece908cbb8043b985d40685370def1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
სააკაშვილის მეოთხე შვილი: ლიზა იასკოს აღიარება
23:07 01.06.2023 (განახლებულია: 00:37 02.06.2023) იასკომ მიანიშნა, რომ დაორსულდა კონფლიქტამდე, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ მან გააჩინა ბავშვი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც ამჟამად საქართველოში სასჯელს იხდის.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მისი მამა არ იქნებოდა ახლოს თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, რომლებშიც ერთად ყოფნას ვგეგმავდით. ჩემი ბავშვი ჩემი სიყვარულია. მისი მამისთვის მისი შვილი წარმოადგენს უკრაინულ ფესვებს და ის უკრაინული გაგრძელება, რომელზეც ის ოცნებობდა და რომელიც სურდა, ამაყობდა რა უკრაინის მოქალაქის პასპორტით“, - დაწერა იასკომ სოციალურ ქსელში.
ამასთან მან მიანიშნა, რომ დაორსულდა კონფლიქტამდე, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
„არასდროს მიფიქრია, რომ ბავშვის გაჩენა ომის დროს ნამდვილად საშიშია. საშიში და შემზარავია ფიქრი მომავალზე. ჩვენ ყველაფერი სრულიად განსხვავებულად წარმოგვედგინა. გარემოებები და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო“, - დაწერა იასკომ.
უცნობია ოფიციალურად განქორწინდა თუ არა სააკაშვილი სანდრა რულოვსთან, რადგან ამაზე განცხადება არც ერთს არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილმა იასკოსთან ურთიერთობა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის შემოდგომაზე აღიარა.
დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სანდრა რულოვსმა „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია მოულოდელი იყო და ამ ფორმით – მიუღებელი.
სააკაშვილს და სანდრა რულოვსს ორი საერთო შვილი ჰყავთ - ედუარდი (1995 წ.) და ნიკოლოზი (2005 წ.).
2021 წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღიარა საჯაროდ, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს ქალიშვილი ელის-მარია, რომელსაც მან თავისი უმცროსი შვილი უწოდა.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა "ვივამედში".