https://sputnik-georgia.com/20230706/----------279313823.html
სკანდალი საპატრიარქოში - ილია მეორის მოსაყდრეს ნელ-ნელა წამლავდნენ?
სკანდალი საპატრიარქოში - ილია მეორის მოსაყდრეს ნელ-ნელა წამლავდნენ?
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით არცერთი ვერსია არაა გამორიცხული, საჭიროა დამატებითი კვლევები, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T20:24+0400
2023-07-06T20:24+0400
2023-07-18T16:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041883_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b185da8c87ef5bf2eb1c31f7c83dfcba.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ნივთიერება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღმოაჩინეს, რიგ შემთხვევებში მოწამვლისთვის გამოიყენება, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.ხუთშაბათს, 6 ივლისს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო პერიოდში გაუარესდა. 2017 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩია.მისი თქმით, მეუფე შიომ სისუსტე იგრძნო და ექიმების რეკომენდაციით ანალიზები ჩააბარა.„ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ. სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.მისი თქმით, სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ისე გარე ჩარევა.ციანიდის საქმე: სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა >>„გამორიცხული ჯერჯერობით არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება ჩაატარონ, რომ თუ არის რაიმე გარედან ჩარევა, ამის პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს, აღნიშნა მან.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის მისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში, რომელიც სინოდმა 1995 წელს მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041883_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_31dcec900453b825212253e780b7be29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები საქართველოში
სკანდალი საპატრიარქოში - ილია მეორის მოსაყდრეს ნელ-ნელა წამლავდნენ?
20:24 06.07.2023 (განახლებულია: 16:51 18.07.2023) ჯერჯერობით არცერთი ვერსია არაა გამორიცხული, საჭიროა დამატებითი კვლევები, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ნივთიერება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღმოაჩინეს, რიგ შემთხვევებში მოწამვლისთვის გამოიყენება, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ხუთშაბათს, 6 ივლისს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო პერიოდში გაუარესდა. 2017 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩია.
„ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, მეუფე შიომ სისუსტე იგრძნო და ექიმების რეკომენდაციით ანალიზები ჩააბარა.
„ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ. სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ისე გარე ჩარევა.
„გამორიცხული ჯერჯერობით არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება ჩაატარონ, რომ თუ არის რაიმე გარედან ჩარევა, ამის პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს, აღნიშნა მან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის მისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში, რომელიც სინოდმა 1995 წელს მიიღო.