https://sputnik-georgia.com/20230705/---------279284180.html
კობახიძე: უკრაინა ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
კობახიძე: უკრაინა ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
Sputnik საქართველო
საქართველო წლის ბოლოს ელოდება ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T20:56+0400
2023-07-05T20:56+0400
2023-07-05T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/68/235386841_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_67839636600397332066f3444429b4bd.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ევროკავშირი ვერ ეტყვის უარს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუ ქვეყანაში სტაბილური ვითარება იქნება, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გარდა ამისა, ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება დაბლოკოს. ქვეყანა 2023 წლის ბოლოს ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ.გადამწყვეტი ფაქტორი იქნება არა უკრაინა, არამედ „გლობალური ომის პარტია“, აღნიშნა მან.„ქართული ოცნება" - საქართველოს არ სჭირდება არახამიას ჭკუის სწავლება >>„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლების ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.„თუ ისინი დეკემბერში დაინახავენ, რომ შენარჩუნებულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლებაში არის სრული სიმყარე, თუ დაინახავენ, რომ საზოგადოებაში არის სრული სიმყარე, როგორც დღეს, ასეთ შემთხვევაში იზრდება ჩვენი შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა კობახიძემ.„გლობალურ ომის პარტიაში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი, თუ დაინახავენ, რომ ამით ქვეყანაში სიტუაციას მოარყევენ, განაცხადა კობახიძემ.ამასთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ არახამია არ მოქმედებს არც საქართველოს, არც უკრაინის ინტერესებში.მაგრამ არახამია ვერანაირად ვერ იქნება ღირებული, რადგან მას სერიოზული პრობლემები აქვს, განაცხადა კობახიძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.პრემიერი: ოპოზიციონერები ითხოვდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ >>ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ 12-ვე პირობა არის შესრულებული.არახამია და საქართველოს ხელისუფლებაარახამიამ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა. მაისში ქართულ ოპოზიციურ „მთავარ არხთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და რუსეთს უახლოვდება.დავით არახამია თავის განცხადებებში არაერთხელ შეეხო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თემას.კერძოდ, მან აშშ-ის და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა სანქციების დაწესების თხოვნით ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.გარდა ამისა, არახამია პერიოდულად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ, მისი ინფორმაციით, რუსული კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ.მმართველმა პარტიამ არახამიას განცხადებებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოში „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივის იდენტურია. რადიკალურ ოპოზიციად მმართველ პარტიაში მოიაზრებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/68/235386841_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_55760f6d9e1392a1cdafd655d46a5708.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
კობახიძე: უკრაინა ვერ მოახდენს გავლენას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
20:56 05.07.2023 (განახლებულია: 22:38 05.07.2023) საქართველო წლის ბოლოს ელოდება ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ევროკავშირი ვერ ეტყვის უარს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუ ქვეყანაში სტაბილური ვითარება იქნება, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გარდა ამისა, ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება დაბლოკოს. ქვეყანა 2023 წლის ბოლოს ელოდება გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ.
„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია გადამწყვეტი არ იქნება. გადამწყვეტი იქნება „გლობალური ომის პარტიის“ პოზიცია. თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ. 27-დან ნებისმიერი ერთი ქვეყანა შეუძლიათ გვერდით გაწიონ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.
გადამწყვეტი ფაქტორი იქნება არა უკრაინა, არამედ „გლობალური ომის პარტია“, აღნიშნა მან.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლების ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„თუ ისინი დეკემბერში დაინახავენ, რომ შენარჩუნებულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლებაში არის სრული სიმყარე, თუ დაინახავენ, რომ საზოგადოებაში არის სრული სიმყარე, როგორც დღეს, ასეთ შემთხვევაში იზრდება ჩვენი შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა კობახიძემ.
„გლობალურ ომის პარტიაში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი, თუ დაინახავენ, რომ ამით ქვეყანაში სიტუაციას მოარყევენ, განაცხადა კობახიძემ.
ამასთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ არახამია არ მოქმედებს არც საქართველოს, არც უკრაინის ინტერესებში.
„რაც შეეხება პირადად არახამიას, მას სამშობლო არა აქვს. არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი. არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ის მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების კარნახით უკრაინის ან საქართველოს მიმართ, ის სხვა ინტერესების კარნახით მოქმედებს, რაზეც დეტალებში საუბარი არ მინდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მაგრამ არახამია ვერანაირად ვერ იქნება ღირებული, რადგან მას სერიოზული პრობლემები აქვს, განაცხადა კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ 12-ვე პირობა არის შესრულებული.
არახამია და საქართველოს ხელისუფლება
არახამიამ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა. მაისში ქართულ ოპოზიციურ „მთავარ არხთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას ახალი ძალა ან კოალიცია უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს, ხელისუფლება კი პირიქით მოქმედებს და რუსეთს უახლოვდება.
დავით არახამია თავის განცხადებებში არაერთხელ შეეხო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თემას.
კერძოდ, მან აშშ-ის და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა სანქციების დაწესების თხოვნით ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.
გარდა ამისა, არახამია პერიოდულად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ, მისი ინფორმაციით, რუსული კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ.
მმართველმა პარტიამ არახამიას განცხადებებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოში „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივის იდენტურია. რადიკალურ ოპოზიციად მმართველ პარტიაში მოიაზრებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.