პრეზიდენტი ოპოზიციაშია - გია ცაგარეიშვილი

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
გამოწერა
დეპუტატის აზრით, სალომე ზურაბიშვილისგან, რომელსაც ის ადრე იცნობდა, ნატამალიც აღარ დარჩა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაშია, ის ყურადღებას არ აქცევს იმ 1,2 მილიონ ადამიანს, რომლებმაც მას ხმა მისცეს, განაცხადა „ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 1 ივლისს განაცხადა, რომ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება, არ მიეცათ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შეცდომა არ იყო.

„პრეზიდენტი დღეს ოპოზიციაშია. თავისი პოზიციით, ქმედებებით, ის არის ოპოზიციაში", – განაცხადა ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

პოლიტიკოსმა მაგალითად მოიყვანა პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება, ასევე მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის სტატუსის მიღების ღირსი.
დეპუტატის თქმით, ნატამალი აღარ დარჩა იმ სალომე ზურაბიშვილისგან, რომელსაც ის ადრე იცნობდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა“ - აქციაზე ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს>>
გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ არ არის პროგრესი "მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ყველა, 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ყველა ახალი ამბავი
0