https://sputnik-georgia.com/20230624/----------278922506.html
„საქართველოს პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა“ - აქციაზე ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს
„საქართველოს პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა“ - აქციაზე ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალების ინტერესებს ემსახურება, განაცხადეს აქციის მონაწილეებმა 24.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-24T17:59+0400
2023-06-24T17:59+0400
2023-06-24T17:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/18/278920338_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_ac3ea26fe2ee0eb1c3b4b477dca72151.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და მის ინტერესებს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ხელმძღვანელმა ვატო შაქარიშვილმა აქციაზე, სადაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება გააპროტესტეს.აქციის მონაწილეები ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს. შენობის პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული.მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალების ინტერესებს ემსახურება.„დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ის ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს, ის ემსახურება ამ ქვეყანაში დესტრუქციული ძალების ინტერესებს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.თავის მხრივ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი მიუღებელს უწოდებს გვარამიას შეწყალებას, რომელიც, მისი აზრით, სააკაშვილის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო.შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ქმედებები უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა იმ ძალების ინტერესებში, ვისაც საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება სურს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/18/278920338_184:0:1144:720_1920x0_80_0_0_97b8ddccabf26f7c14c654dd1990e20b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება
„საქართველოს პრეზიდენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა“ - აქციაზე ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს
პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალების ინტერესებს ემსახურება, განაცხადეს აქციის მონაწილეებმა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და მის ინტერესებს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ხელმძღვანელმა ვატო შაქარიშვილმა აქციაზე, სადაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს. შენობის პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული.
„ვინც ამ სასახლეში შეაბრძანა ქალბატონი სალომე, ის ხალხი ეუბნება, რომ ის ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ არის, ის არ წარმოადგენს ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ მას, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალების ინტერესებს ემსახურება.
„დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ის ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს, ის ემსახურება ამ ქვეყანაში დესტრუქციული ძალების ინტერესებს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
თავის მხრივ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი მიუღებელს უწოდებს გვარამიას შეწყალებას, რომელიც, მისი აზრით, სააკაშვილის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო.
„ნიკა გვარამია არის ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტების, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იმ რეჟიმის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა. ამ პიროვნების გამოშვება, რომელმაც მართლაც ასეთი ზარალი მიაყენა ქვეყანას და ბევრი ცუდი აქვს ჩადენილი, ასე მარტივად, პრეზიდენტი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა და ასეთი რამ გააკეთა“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ქმედებები უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა იმ ძალების ინტერესებში, ვისაც საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება სურს.