პრემიერი: „ჯარის ბანაკი" ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ღირებულებების პოპულარიზაციას

© Ministry of Defence of Georgia „ჯარის ბანაკი"
„ჯარის ბანაკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი, რომელიც უფროსკლასელებზეა გათვლილი და განათლების სამინისტროსთან ერთად ხორციელდება, პირველად იმართება.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ახალი მასშტაბური პროექტი „ჯარის ბანაკი" ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებს და ხელს შეუწყობს ჯანსაღი და სწორი ღირებულებების პროპაგანდას ახალგაზრდებს შორის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში ბანაკის გახსნაზე.
ახალი საზაფხულო პროექტი „ჯარის ბანაკი" სკოლის IX-XI კლასელებისთვის პირველად ხორციელდება კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ისეთ საგნებს, როგორიცაა ტოპოგრაფია და ნავიგაცია და მრავალი სხვა.

„დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის" პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს. ამ პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო თავიდანვე, როცა პროექტზე მუშაობა დავიწყეთ", – განაცხადა პრემიერმა.

პროექტის რეალიზება თავდაცვისა და განათლების სამინისტროების მონაწილეობით ხდება, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia „ჯარის ბანაკი"
Армейский лагерь  - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
„ჯარის ბანაკი"
პრემიერის თქმით, საზოგადოების განვითარებაში ჯარის მნიშვნელობა და როლი ძალიან დიდია.

„მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლიდან. ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმირებულობა უნდა იყოს, რომ ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში, თავად გაიგონ, როგორ იმართება ჯარი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალგაზრდებს ბანაკში საშუალება ექნებათ გაიგონ, როგორ არის მოწყობილი ჯარი, პირადად ჰქონდეთ ურთიერთობა სამხედროებთან. ისინი ასევე მეტს შეიტყობენ წარსულში ქართველი მეომრების გმირობაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის სწორი ღირებულებების პროპაგანდას.

„ამასთან, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდური არის ახალგაზრდებისთვის. ბუნებრივია, საქართველო არის გლობალიზაციის ნაწილი, ამიტომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან, აღნიშნა მან.
ღარიბაშვილის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში შეიტანეს სამხედრო სწავლება, „თავდაცვა და უსაფრთხოება".

„დღითი დღე იზრდება ინტერესი. ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოვოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა", – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის სწორი ორიენტაციის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარისა და ეკლესიის როლი.
„ჯარის ბანაკის" გახსნას პრემიერთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი.
„ჯარის ბანაკი"
საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია. ის წელს პირველად ხორციელდება განათლების სამინისტროსთან ერთად.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia „ჯარის ბანაკი"
Армейский лагерь  - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
„ჯარის ბანაკი"
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.
წელს „ჯარის ბანაკში" 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. თითოეულ როტაციაში 100 მოსწავლე იქნება. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
საზაფხულო „ჯარის ბანაკის“ ჩატარებას უზრუნველყოფს სასწავლო და სამხედრო განათლების სარდლობა.
ყველა ახალი ამბავი
0