ფეხბურთი: ესპანეთი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

© photo: Sputnik / Aleksander Vilfფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2023
გამოწერა
გუშინ საქართველოს ნაკრები ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა - ქართველები პენალტების სერიაში ისრაელის ნაკრებთან დამარცხდნენ.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუმინეთში, Surebet Arena-ს სტადიონზე გაიმართა ევრო U21-ის პირველი სათამაშო დღის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებები შეხვდნენ.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ესპანელები შედარებით აქტიურები იყვნენ, მაგრამ შვეიცარიელების დაცვა თავის სიმაღლეზე იდგა. გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 0:0 გავიდნენ.
თამაშის მეორე ნახევარში 68-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხა, აბელ რუისის გადაცემის შემდეგ გოლი სერხიო გომესმა გაიტანა. 1-0.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში: საქართველოს 21-წლამდელები ნახევარფინალში ვერ გავიდნენ >>
91-ე წუთზე შვეიცარიის ნაკრებმა რევანშის აღება შეძლო. თავისი ქვეყანა გაახარა ზეკი ამდუნიმ, რომელიც ჯულიან ვონმოსის პასის შემდეგ გაიტანა. 1-1.
ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
დამატებით დროში ესპანელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს, რომლის დაგვირგვინებაც მატჩის 103-ე წუთზე ხუან მირანდას გოლი გახდა, აიმარ ოროსმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები დამსახურებულად იგებს და 2023 წლის უეფას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 1/2-ში გადის.
ესპანეთის მეტოქე იქნება ან საფრანგეთი (U21) ან უკრაინა (U21).
გუშინ საქართველოს ნაკრები ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა - ქართველები პენალტების სერიაში ისრაელის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0