https://sputnik-georgia.com/20230701/-----279158405.html
საქართველოში საგამოცდო ცენტრები გამოცდებისთვის მზადაა
საქართველოში საგამოცდო ცენტრები გამოცდებისთვის მზადაა
Sputnik საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის... 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T16:03+0400
2023-07-01T16:03+0400
2023-07-01T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251131079_0:84:1674:1026_1920x0_80_0_0_db700d0910981868e132975a2a5129ad.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება და ისინი გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.სოფო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე.ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.„მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან“, -აღნიშნა გორგოძემ.წელს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ-რეგულაციები აღარ მოქმედებს.„სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდ-ინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 247-33-33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე.მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75.000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის 45.000-ზე მეტი აბიტურიენტია.ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი", სს „ენერგო-პრო ჯორჯია", შპს მაგთიკომი, შპს „სქაიტელი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251131079_97:0:1577:1110_1920x0_80_0_0_1baa7b956ff36ba97e28c67aeb06d8be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოში საგამოცდო ცენტრები გამოცდებისთვის მზადაა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება და ისინი გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.
სოფო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე.
„ცენტრები იმუშავებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.
ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
„მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან“, -აღნიშნა გორგოძემ.
წელს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ-რეგულაციები აღარ მოქმედებს.
„სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდ-ინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 247-33-33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე.მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75.000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის 45.000-ზე მეტი აბიტურიენტია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი", სს „ენერგო-პრო ჯორჯია", შპს მაგთიკომი, შპს „სქაიტელი“.