https://sputnik-georgia.com/20230701/-----279154424.html
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
Sputnik საქართველო
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მუშაობა საშემოდგომო სესიის ფარგლებში სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა განახლდეს. 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T11:42+0400
2023-07-01T11:42+0400
2023-07-01T11:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629338_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c835c6608342cc02ef1d724c03538810.jpg
თბილისი,1 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 30 ივნისს დაიხურა, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს.რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.პარასკევს, 30 ივნისს, დეპუტატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც წარადგინა ანგარიში 2022 წლის მთავრობის პროგრამის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შესახებ და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.პრემიერი: საქართველოში ოჯახები მეტ შეღავათებს მიიღებენ >>პრემიერის ანგარიში მოიცავდა როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებს, ასევე საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს და მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელებას.ამიერიდან საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.ამ დროისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესაძლებლობასა და მის ვადებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მუშაობა საშემოდგომო სესიის ფარგლებში სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა განახლდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629338_344:0:3075:2048_1920x0_80_0_0_7cc141db5bc6837af54b3caccdaf51b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მუშაობა საშემოდგომო სესიის ფარგლებში სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა განახლდეს.
თბილისი,1 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 30 ივნისს დაიხურა, როგორც ამას რეგლამენტი მოითხოვს.
რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
პარასკევს, 30 ივნისს, დეპუტატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც წარადგინა ანგარიში 2022 წლის მთავრობის პროგრამის შესასრულებლად გაწეული სამუშაოს შესახებ და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
პრემიერის ანგარიში მოიცავდა როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებს, ასევე საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს და მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელებას.
ამიერიდან საქართველოს პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის მოწვევის გარეშე პლენარული სხდომების გამართვას ვერ შეძლებს.
ამ დროისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესაძლებლობასა და მის ვადებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მუშაობა საშემოდგომო სესიის ფარგლებში სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა განახლდეს.