https://sputnik-georgia.com/20230630/------279144417.html
პრემიერი: საქართველოში ოჯახები მეტ შეღავათებს მიიღებენ
პრემიერი: საქართველოში ოჯახები მეტ შეღავათებს მიიღებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში უკვე მოქმედებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც... 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T22:20+0400
2023-06-30T22:20+0400
2023-06-30T23:04+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/08/243740824_0:23:3273:1864_1920x0_80_0_0_0bbec1066eb2f33770b81cb5df4a43fc.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით ოჯახების გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობა კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას.საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება ზედიზედ მეორე წელია ფიქსირდება და სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. 0-14 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მხოლოდ 20,7%-ია. ამასთან, „საქსტატის" მონაცემებით, 2022 წელს შობადობა 7,9%-ით შემცირდა.მისი თქმით, მთავრობამ უკვე ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა სამწუხარო ტენდენციები, ახალგაზრდა წყვილი თუ რატომ ამბობს უარს შვილის გაჩენაზე და მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრას გეგმავს.მისი თქმით, პროგრამით გათვალისწინებული იქნება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ახალგაზრდა ოჯახების დახმარება.საქართველოში უკვე მოქმედებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს.იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.პროგრამის პირობების თანახმად, ბავშვის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში ოჯახს შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი აშენებული ან ძველი აშენებული ბინა, ანდა კერძო სახლი ააშენოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/08/243740824_378:0:2894:1887_1920x0_80_0_0_33e1d98735a125e337e964b32125d12f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოში ოჯახები მეტ შეღავათებს მიიღებენ
22:20 30.06.2023 (განახლებულია: 23:04 30.06.2023) საქართველოში უკვე მოქმედებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით ოჯახების გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობა კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას.
საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება ზედიზედ მეორე წელია ფიქსირდება და სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. 0-14 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მხოლოდ 20,7%-ია. ამასთან, „საქსტატის" მონაცემებით, 2022 წელს შობადობა 7,9%-ით შემცირდა.
„ჩვენ ახლა ვამუშავებთ და გვსურს წარმოვადგინოთ ოჯახების გაძლიერების პროგრამის კომპლექსური პაკეტი, რათა ახალგაზრდა წყვილებს შვილის გაჩენისა და ოჯახის შექმნის უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობამ უკვე ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა სამწუხარო ტენდენციები, ახალგაზრდა წყვილი თუ რატომ ამბობს უარს შვილის გაჩენაზე და მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრას გეგმავს.
მისი თქმით, პროგრამით გათვალისწინებული იქნება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ახალგაზრდა ოჯახების დახმარება.
საქართველოში უკვე მოქმედებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახებისა და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
პროგრამის პირობების თანახმად, ბავშვის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში ოჯახს შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი აშენებული ან ძველი აშენებული ბინა, ანდა კერძო სახლი ააშენოს.