https://sputnik-georgia.com/20230630/premierma-biznesis-mxardamwer-programebze-angarisi-warmoadgina-279134962.html
პრემიერმა ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე ანგარიში წარმოადგინა
პრემიერმა ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე ანგარიში წარმოადგინა
Sputnik საქართველო
მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2022 წელს 1 ათასამდე პროექტის მხარდაჭერა მოხდა, რამაც 6 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნა. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T17:57+0400
2023-06-30T17:57+0400
2023-11-04T14:55+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f66d1d31b99dafb2c8cdf874b0e87530.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დააფინანსა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში. სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა. პრემიერმა ჩამოთვალა ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ წარმატებას, მნიშვნელოვან გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებას იწვევს ყველა მიმართულებით. „პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაფართოვდა ბიზნესის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის მექანიზმები; მეწარმეებისათვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით დამუშავდა რეგიონული ზრდის ცენტრების კონცეფცია; წელს გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში", – განაცხადა პრემიერმა.როგორ მოქმედებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ეკონომიკაზე>> გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2022 წელს 1 ათასამდე პროექტის მხარდაჭერა მოხდა, რამაც 6 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_97af47362432e4c03381a665a16ffe76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , აწარმოე საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , აწარმოე საქართველოში
პრემიერმა ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე ანგარიში წარმოადგინა
17:57 30.06.2023 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2022 წელს 1 ათასამდე პროექტის მხარდაჭერა მოხდა, რამაც 6 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დააფინანსა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62.500 სამუშაო ადგილი შეიქმნა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ჩამოთვალა ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ წარმატებას, მნიშვნელოვან გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებას იწვევს ყველა მიმართულებით.
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაფართოვდა ბიზნესის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის მექანიზმები; მეწარმეებისათვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით დამუშავდა რეგიონული ზრდის ცენტრების კონცეფცია; წელს გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში", – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2022 წელს 1 ათასამდე პროექტის მხარდაჭერა მოხდა, რამაც 6 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.