https://sputnik-georgia.com/20230630/fasebi-samrewvelo-produqciaze-semcirda-279117094.html
სამრეწველო პროდუქციაზე ფასები შემცირდა
სამრეწველო პროდუქციაზე ფასები შემცირდა
მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით შემცირდა. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T10:51+0400
2023-06-30T10:51+0400
2023-06-30T15:58+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
სტატისტიკა
საქსტატი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_0:176:1698:1131_1920x0_80_0_0_1d8e9b50f57a29e86e30d9028b85bd53.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის მაისში, 2022 წლის მაისთან შედარებით, 5,8%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მაგრამ სურსათზე ფასები გაიზარდა 0,4%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 12,2%-ით შემცირდა. მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით შემცირდა, იუწყება „საქსტატი". ადგილობრივი წარმოება ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა. ინფლაციის დონე საქართველოში 2%-ს ჩამოცდა - სტატისტიკური მონაცემები>>ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 4,6%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 1,7%-ით. ექსპორტი და იმპორტი ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,1%-ით შემცირდა. სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 15,6%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 16,7%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 46,2%-ით. საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 13,2%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 13%-ით გაიაფდა. სამომხმარებლო ფასები წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის მაისში 1,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 3,3%-ით გაიზარდა. 2023 წლის მაისში, ამავე წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ –0,1% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_133:180:1401:1131_1920x0_80_0_0_fa19b072963e290c7b7258a672040f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, სტატისტიკა, საქსტატი
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, სტატისტიკა, საქსტატი
სამრეწველო პროდუქციაზე ფასები შემცირდა
10:51 30.06.2023 (განახლებულია: 15:58 30.06.2023) მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით შემცირდა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის მაისში, 2022 წლის მაისთან შედარებით, 5,8%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მაგრამ სურსათზე ფასები გაიზარდა 0,4%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 12,2%-ით შემცირდა.
მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით შემცირდა,
იუწყება „საქსტატი".
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 4,6%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 1,7%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,1%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 15,6%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 16,7%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 46,2%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 13,2%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 13%-ით გაიაფდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის მაისში 1,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 3,3%-ით გაიზარდა. 2023 წლის მაისში, ამავე წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ –0,1% შეადგინა.