https://sputnik-georgia.com/20230630/------279144569.html
სამხედროების, პოლიციელებისა და ჩინოვნიკების ხელფასები გაიზრდება
სამხედროების, პოლიციელებისა და ჩინოვნიკების ხელფასები გაიზრდება
Sputnik საქართველო
სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T22:43+0400
2023-06-30T22:43+0400
2023-07-18T12:29+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262022550_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_a145f0f4b019bd24db781fa0cf34737b.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. 2024 წელს სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელებისა და საჯარო მოსამსახურეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.2026 წლის 1 იანვრიდან კი საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს. ამასთან საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მოიცავს განაკვეთს და კოეფიციენტს, რომელიც მოხელის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში მოხელეთა 12 კლასი არსებობს.საქართველოში სამხედრო მოსამსახურის მინიმალური ხელფასი 1,2 ათასი ლარიდან იწყება, შსს-ს თანამშრომლის - 1 ათასი ლარიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262022550_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_efb810f679f381a0173e54862b54dce4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სამხედროების, პოლიციელებისა და ჩინოვნიკების ხელფასები გაიზრდება
22:43 30.06.2023 (განახლებულია: 12:29 18.07.2023) სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. 2024 წელს სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელებისა და საჯარო მოსამსახურეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.
2026 წლის 1 იანვრიდან კი საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარში და პოლიციაში ხელფასები უკვე გაიზარდა 30-40%-ით, იანვარში კი კიდევ 10%-ით გაიზრდება - 3 წლის განმავლობაში მთლიანობაში 40-50%-იან ზრდას მივიღებთ. როგორც გახსოვთ, შარშან დავიწყეთ ხელფასების გაზრდა ჩინოვნიკებისა და ძალოვანებისთვის. როცა იანვარში ანაზღაურება კიდევ გაიზრდება, მივიღებთ ხელფასების 30%-იან ზრდას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1,2 ათას ლარს შეადგენს. ამასთან საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მოიცავს განაკვეთს და კოეფიციენტს, რომელიც მოხელის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში მოხელეთა 12 კლასი არსებობს.
საქართველოში სამხედრო მოსამსახურის მინიმალური ხელფასი 1,2 ათასი ლარიდან იწყება, შსს-ს თანამშრომლის - 1 ათასი ლარიდან.