კასპში „ნაცმოძრაობის" ლიდერის გამოჩენას ჩხუბი მოჰყვა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
გამოწერა
აქტივისტებმა ქვები დაუშინეს ავტომობილს, რომელშიც ხაბეიშვილი იმყოფებოდა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ჩხუბით დასრულდა, ერთი ადამიანი დაშავდა იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
ტელეკომპანიის ცნობით, მმართველი პარტიის აქტივისტებმა ხაბეიშვილის ქალაქში გამოჩენის გამო უკმაყოფილება გამოხატეს და ერთ-ერთმა მათგანმა „ნაცმოძრაობის" ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი აქტივისტი დაშავდა.
აქტივისტებმა ქვები დაუშინეს ავტომობილს, რომელშიც ხაბეიშვილი იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ძალადობისა" და „სხვისი ნივთის დაზიანების" მუხლებით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0