https://sputnik-georgia.com/20230630/----------279136482.html
პრემიერი: საქართველო ყოველთვის მზადაა იყოს მედიატორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პრემიერი: საქართველო ყოველთვის მზადაა იყოს მედიატორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
Sputnik საქართველო
პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T18:42+0400
2023-06-30T18:42+0400
2023-06-30T22:16+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველომ აჩვენა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში შეუძლია იყოს ეფექტური შუამავალი და საჭიროების შემთხვევაში მზადაა ამ პროცესში ხელახლა ჩაერთოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. მოგვიანებით პრემიერი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქვეყანამ მომავალშიც შეასრულოს შუამავლის როლი.„მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ საჯაროდ დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ კიდევ ერთხელ ჩავერთოთ ორ ქვეყანას, ჩვენს მეგობრებს შორის მიმდინარე პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო ყოველთვის მზადაა იყოს მედიატორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
18:42 30.06.2023 (განახლებულია: 22:16 30.06.2023) პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველომ აჩვენა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში შეუძლია იყოს ეფექტური შუამავალი და საჭიროების შემთხვევაში მზადაა ამ პროცესში ხელახლა ჩაერთოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. მოგვიანებით პრემიერი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
„ორი წლის წინ ვნახეთ პირველი კონკრეტული შედეგები აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში. მაშინ მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. და ეს შუამავლობა, ფასილიტაცია დასრულდა კონკრეტული შედეგით. ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სამაგალითო მედიაცია რეგიონში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქვეყანამ მომავალშიც შეასრულოს შუამავლის როლი.
„მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ საჯაროდ დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ კიდევ ერთხელ ჩავერთოთ ორ ქვეყანას, ჩვენს მეგობრებს შორის მიმდინარე პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.