https://sputnik-georgia.com/20230629/xmebi-general-surovikinis-dapatimrebaze-peskovma-komentarze-uari-tqva-279099785.html
ხმები გენერალ სუროვიკინის დაპატიმრებაზე: პესკოვმა კომენტარზე უარი თქვა
ხმები გენერალ სუროვიკინის დაპატიმრებაზე: პესკოვმა კომენტარზე უარი თქვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს – ასეთი პასუხი გასცა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას... 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T17:58+0400
2023-06-29T17:58+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/02/265696554_0:0:3264:1836_1920x0_80_0_0_e1895cf10d2734d5fa8c8ad3824af87f.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს – ასეთი პასუხი გასცა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას გენერალ სერგეი სუროვიკინის დაპატიმრების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვეს.დამაზუსტებელ შეკითხვაზე, სად იმყოფება ამ მომენტისთვის გენერალი სუროვიკინი და დასტურდება თუ არა მისი დაპატიმრება, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ იმას, რაც უკვე თქვა, ვეღარაფერს დაამატებს.გარდა ამისა, ჟურნალისტებმა პესკოვს დაუსვეს კითხვა, კვლავაც ენდობა თუ არა პრეზიდენტი პუტინი სერგეი სუროვიკინს, რაზეც მან თქვა:სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია 28 ივნისს რუსულ ტელეგრამ-არხებში გამოჩნდა. კერძოდ, ამის შესახებ წერდა სამხედრო კორესპონდენტი ვლადიმირ რომანოვი. გარდა ამისა, გამოცემა The Moscow Times თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ სუროვიკინი დაკავებულია.მანამდე The New York Times-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსმა გენერალმა დაქირავებულთა შეფის ამბოხების გეგმები იცოდა“. პუბლიკაციის თანახმად, უკრაინაში რუსული არმიის გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ სერგეი სუროვიკინმა წინდაწინ იცოდა ევგენი პრიგოჟინის გეგმები ამბოხთან დაკავშირებით. მოგვიანებით დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ამ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ გენერალ სუროვიკინის შესახებ პუბლიკაცია სპეკულაციაა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/02/265696554_533:0:3264:2048_1920x0_80_0_0_3c851b5d860fb7f9a04fe096db2b2934.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს – ასეთი პასუხი გასცა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას გენერალ სერგეი სუროვიკინის დაპატიმრების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვეს.
„სამწუხაროდ, [კომენტარის გაკეთება] არ შემიძლია. ჩემი რჩევაა, მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს. ეს სამინისტროს პრეროგატივაა“, — უთხრა პესკოვმა მასმედიის წარმომადგენლებს.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, სად იმყოფება ამ მომენტისთვის გენერალი სუროვიკინი და დასტურდება თუ არა მისი დაპატიმრება, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ იმას, რაც უკვე თქვა, ვეღარაფერს დაამატებს.
გარდა ამისა, ჟურნალისტებმა პესკოვს დაუსვეს კითხვა, კვლავაც ენდობა თუ არა პრეზიდენტი პუტინი სერგეი სუროვიკინს, რაზეც მან თქვა:
„აქ საუბარია იმაზე, რომ [პუტინი] არის უმაღლესი მთავარსარდალი და მუშაობს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად. რაც შეეხება სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს, გთხოვთ დაუკავშირდეთ სამინისტროს“.
სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია 28 ივნისს რუსულ ტელეგრამ-არხებში გამოჩნდა. კერძოდ, ამის შესახებ წერდა სამხედრო კორესპონდენტი ვლადიმირ რომანოვი. გარდა ამისა, გამოცემა The Moscow Times თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ სუროვიკინი დაკავებულია.
მანამდე
The New York Times-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსმა გენერალმა დაქირავებულთა შეფის ამბოხების გეგმები იცოდა“. პუბლიკაციის თანახმად, უკრაინაში რუსული არმიის გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ სერგეი სუროვიკინმა წინდაწინ იცოდა ევგენი პრიგოჟინის გეგმები ამბოხთან დაკავშირებით. მოგვიანებით დმიტრი პესკოვმა კომენტარი
გააკეთა ამ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ გენერალ სუროვიკინის შესახებ პუბლიკაცია სპეკულაციაა.