იცოდა თუ არა გენერალმა სუროვიკინმა ამბოხების შესახებ: კრემლში კომენტარი გაკეთდა

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. გენერალ სუროვიკინის შესახებ ნეგატიური პუბლიკაცია სპეკულაციაა, იქნება კიდევ ბევრი ჭორი, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მასმედიის წარმომადგენლებმა კრემლის სპიკერს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა The New York Times-ის სტატიაზე, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსული არმიის გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ სერგეი სუროვიკინმა წინდაწინ იცოდა ევგენი პრიგოჟინის გეგმები ამბოხთან დაკავშირებით.

„ახლა ამ მოვლენების გარშემო ბევრი სხვადასხვა სახის სპეკულაცია, მითქმა-მოთქმა და ა.შ. იქნება. ვფიქრობ, [სტატია სუროვიკინზე] ამის ერთ-ერთი მაგალითია“, − აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე NYT-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსმა გენერალმა დაქირავებულთა შეფის ამბოხების გეგმები იცოდა“. საუბარია გენერალ სერგეი სუროვიკინზე.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ახლა აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, იღებდა თუ არა სუროვიკინი რაიმე მონაწილეობას გეგმის შემუშავებაში.
გამოცემის წყაროების თქმით, არსებობს ნიშნები, რომ პრიგოჟინის მცდელობას, ძალის გამოყენებით შეეცვალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, შესაძლოა სხვა მხარდამჭერებიც ჰქოლოდა გენერალიტეტში. წყაროების აზრით, პრიგოჟინი არ წამოიწყებდა აჯანყებას, თუ დარწმუნებული არ იქნებოდა, რომ ჰყავდა მაღალი რანგის მომხრეები.
ამასთან, წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ არ ისაუბრონ პრიგოჟინზე საჯარო სივრცეში, რათა რუსეთს არ გაუჩნდეს დამატებითი საბაბი იმისთვის, რომ ამბოხის ორგანიზებაში დასავლეთი დაადანაშაულოს.
ყველა ახალი ამბავი
0