https://sputnik-georgia.com/20230629/xafangi-manipulatorebistvis-rogor-davicvat-tavi-279097624.html
ხაფანგი მანიპულატორისთვის: როგორ დავიცვათ თავი ჩვენს ცხოვრებაში ტოქსიკური ჩარევისგან
ხაფანგი მანიპულატორისთვის: როგორ დავიცვათ თავი ჩვენს ცხოვრებაში ტოქსიკური ჩარევისგან
Sputnik საქართველო
ტოქსიკური ადამიანები ყველგან არიან და ხშირად ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ. გაიგეთ როგორ უნდა დაიცვათ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ ეშმაკურად დაგიქვემდებარონ... 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T16:40+0400
2023-06-29T16:40+0400
2023-06-29T21:26+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23068/96/230689602_0:202:3908:2400_1920x0_80_0_0_2940f1fd4a4adea46bdab0ab09a85218.jpg
მაგრამ ჯერ გავარკვიოთ, ვინ არიან ტოქსიკური ადამიანები და რა არის მათი მთავარი მახასიათებლები. მთავარი ნიშნები იმისა, რომ ადამიანს თქვენი გამოყენება სურს: თუ ადამიანის გვერდით ყოფნა თქვენთვის არაკომფორტულია, ესეც მის ტოქსიკურობაზე მიუთითებს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობები უკიდურესად საშიშია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, განწყობა გაგიფუჭოთ, გაგიძლიერდეთ შეგრძნება, რომ დამნაშავე ხართ, დაიღალოთ, ენერგია გამოგეცალოთ და დაქვეითდეს თქვენი თვითშეფასება. მანიპულატორებისგან თავდაცვის მეთოდები იყავით გულგრილი. უმეტეს შემთხვევებში მანიპულატორები ამავე დროს ენერგეტიკული ვამპირებიც არიან. მათ სურთ ისარგებლონ თქვენი სიკეთით არა მხოლოდ იმისთვის, რომ რამე საქმეში გამარჯვება იზეიმონ, არამედ უფრო იმიტომ, რომ თქვენი სასოწარკვეთილება და აგრესია შთანთქან. ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა, ანუ ადამიანის ენერგეტიკის სახეობები>>მათ თქვენგან რამე სახის რეაქცია ესაჭიროებათ. თუ ეს რეაქცია არ იქნება, ტოქსიკური ადამიანი თავს დაგანებებთ. სწორედ ამიტომ თვითონ შეგიძლიათ ხაფანგის დაგება მათთვის, ვის მანიპულაციებშიც ეჭვი გეპარებათ. უბრალოდ, შეწყვიტეთ ასეთი ადამიანის სიტყვებზე და ქმედებებზე რეაგირება. თუ ის თქვენთან ურთიერთობებს შეწყვეტს, ეს ნიშნავს, რომ ის ტოქსიკურია. წინასწარ დაფიქრდით, რა და როგორ თქვათ. ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი ენერგიით იკვებებიან, სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ წინასწარ მოიფიქროთ, რა კალაპოტში შეიძლება წავიდეს თქვენი დიალოგი. მოიფიქრეთ ყველა პასუხი უსიამოვნო ადამიანის ყველა შესაძლო კითხვაზე. უპასუხეთ თავდაჯერებულად და სწრაფად და ყველაფერს აჯობებს, თვითონ წაიყვანოთ საუბარი კითხვების დასმით. ასე ენერგოვამპირი ვერ მოახერხებს თქვენი და თქვენი ემოციების მართვას. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ შეიძლება ასეთი ადამიანების წინასწარ ამოცნობა, ან ზუსტად განსაზღვრა, ტოქსიკურია თუა არა ადამიანი. ყველას შეიძლება შეეშალოს, განსაკუთრებით, თუ „ეჭვმიტანილს" დიდი ხანია იცნობთ. ასეთ შემთხვევაში მისი მხრიდან ნეგატივის პირველივე სიმპტომების დროს უთხარით მას, რომ არ მოგწონთ მისი ასეთი საქციელი და დამოკიდებულება თქვენ მიმართ. თუ ადამიანს ვერ გააგებინებთ რა გინდათ, მაშინ მასთან ურთიერთობების შეწყვეტაა საჭირო. სასარგებლო ხრიკები არ უყუროთ მანიპულატორს თვალებში. ამის გამო შეიძლება უსარგებლო ფიქრებმა შეგიპყროთ. უყურეთ ამ ადამიანს გამჭოლად – მას, მაგრამ ფოკუსირება არ გქონდეთ მის თვალებზე, ხელებზე, სახეზე; პერიოდულად მის ირგვლივ იყურეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ იყოთ მოდუნებულად და არაფერს მიაქციოთ ყურადღება. მანიპულატორი „წუწუნა" – როგორ შეიძლება ვიქცეთ „მსხვერპლის" მსხვერპლი>>მუდმივად დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: „რატომ აკეთებს ამას ეს ადამიანი?" ან „რატომ მეუბნება ამას?". ასე უკეთ გაიგებთ, ვისთვის უფრო მომგებიანია ესა თუ ის სიტუაცია. თუ მანიპულატორი შეეცდება თქვენი აზრები და დასკვნები თავისად გაასაღოს და მოგატყუოთ, ამას აუცილებლად იგრძნობთ.
https://sputnik-georgia.com/20200623/gaTvalva-jado-wyevla-248795362.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23068/96/230689602_220:0:3689:2602_1920x0_80_0_0_4c3833b59cebe3df65357c5d52b596d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
ხაფანგი მანიპულატორისთვის: როგორ დავიცვათ თავი ჩვენს ცხოვრებაში ტოქსიკური ჩარევისგან
16:40 29.06.2023 (განახლებულია: 21:26 29.06.2023) ტოქსიკური ადამიანები ყველგან არიან და ხშირად ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ. გაიგეთ როგორ უნდა დაიცვათ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ ეშმაკურად დაგიქვემდებარონ და თქვენი სიკეთით ისარგებლონ.
მაგრამ ჯერ გავარკვიოთ, ვინ არიან ტოქსიკური ადამიანები და რა არის მათი მთავარი მახასიათებლები.
მთავარი ნიშნები იმისა, რომ ადამიანს თქვენი გამოყენება სურს:
უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა;
არ აღიარებს თავის შეცდომებს;
არღვევს თქვენს პირად სივრცეს;
ხასიათდება არაპროგნოზირებადი ქცევით.
თუ ადამიანის გვერდით ყოფნა თქვენთვის არაკომფორტულია, ესეც მის ტოქსიკურობაზე მიუთითებს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობები უკიდურესად საშიშია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, განწყობა გაგიფუჭოთ, გაგიძლიერდეთ შეგრძნება, რომ დამნაშავე ხართ, დაიღალოთ, ენერგია გამოგეცალოთ და დაქვეითდეს თქვენი თვითშეფასება.
მანიპულატორებისგან თავდაცვის მეთოდები
იყავით გულგრილი. უმეტეს შემთხვევებში მანიპულატორები ამავე დროს ენერგეტიკული ვამპირებიც არიან. მათ სურთ ისარგებლონ თქვენი სიკეთით არა მხოლოდ იმისთვის, რომ რამე საქმეში გამარჯვება იზეიმონ, არამედ უფრო იმიტომ, რომ თქვენი სასოწარკვეთილება და აგრესია შთანთქან.
მათ თქვენგან რამე სახის რეაქცია ესაჭიროებათ. თუ ეს რეაქცია არ იქნება, ტოქსიკური ადამიანი თავს დაგანებებთ. სწორედ ამიტომ თვითონ შეგიძლიათ ხაფანგის დაგება მათთვის, ვის მანიპულაციებშიც ეჭვი გეპარებათ. უბრალოდ, შეწყვიტეთ ასეთი ადამიანის სიტყვებზე და ქმედებებზე რეაგირება. თუ ის თქვენთან ურთიერთობებს შეწყვეტს, ეს ნიშნავს, რომ ის ტოქსიკურია.
წინასწარ დაფიქრდით, რა და როგორ თქვათ. ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი ენერგიით იკვებებიან, სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ წინასწარ მოიფიქროთ, რა კალაპოტში შეიძლება წავიდეს თქვენი დიალოგი. მოიფიქრეთ ყველა პასუხი უსიამოვნო ადამიანის ყველა შესაძლო კითხვაზე. უპასუხეთ თავდაჯერებულად და სწრაფად და ყველაფერს აჯობებს, თვითონ წაიყვანოთ საუბარი კითხვების დასმით. ასე ენერგოვამპირი ვერ მოახერხებს თქვენი და თქვენი ემოციების მართვას.
გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ შეიძლება ასეთი ადამიანების წინასწარ ამოცნობა, ან ზუსტად განსაზღვრა, ტოქსიკურია თუა არა ადამიანი. ყველას შეიძლება შეეშალოს, განსაკუთრებით, თუ „ეჭვმიტანილს" დიდი ხანია იცნობთ. ასეთ შემთხვევაში მისი მხრიდან ნეგატივის პირველივე სიმპტომების დროს უთხარით მას, რომ არ მოგწონთ მისი ასეთი საქციელი და დამოკიდებულება თქვენ მიმართ. თუ ადამიანს ვერ გააგებინებთ რა გინდათ, მაშინ მასთან ურთიერთობების შეწყვეტაა საჭირო.
არ უყუროთ მანიპულატორს თვალებში. ამის გამო შეიძლება უსარგებლო ფიქრებმა შეგიპყროთ. უყურეთ ამ ადამიანს გამჭოლად – მას, მაგრამ ფოკუსირება არ გქონდეთ მის თვალებზე, ხელებზე, სახეზე; პერიოდულად მის ირგვლივ იყურეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ იყოთ მოდუნებულად და არაფერს მიაქციოთ ყურადღება.
მუდმივად დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: „რატომ აკეთებს ამას ეს ადამიანი?" ან „რატომ მეუბნება ამას?". ასე უკეთ გაიგებთ, ვისთვის უფრო მომგებიანია ესა თუ ის სიტუაცია. თუ მანიპულატორი შეეცდება თქვენი აზრები და დასკვნები თავისად გაასაღოს და მოგატყუოთ, ამას აუცილებლად იგრძნობთ.