https://sputnik-georgia.com/20230629/talakvazem-sanqciebis-sakitxze-specwarmomadgenlebis-vizitis-sedegebi-seajama-279085437.html
თალაკვაძემ სანქციების საკითხზე სპეცწარმომადგენლების ვიზიტის შედეგები შეაჯამა
თალაკვაძემ სანქციების საკითხზე სპეცწარმომადგენლების ვიზიტის შედეგები შეაჯამა
Sputnik საქართველო
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ ყოფილა, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T14:19+0400
2023-06-29T14:19+0400
2023-06-29T18:43+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველო არ ყოფილა და არც იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რაც ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის შედეგებმა დაადასტურა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. საერთაშორისო სანქციების საკითხზე სპეცწარმომადგენლების ვიზიტის ფონზე ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის საბაბი გახდა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის რუსლან დავიდოვის განცხადება, რომელმაც საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსის" გამტარუნარიანობის გაზრდას რუსეთის მიმართ ევროპის ქვეყნების ბლოკადის გარღვევა უწოდა. მისი თქმით, ოპოზიცია შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორებს, როდესაც აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი თანამდებობების პირებს ეუბნება, რომ სპეცწარმომადგენლები იტყუებიან, როცა ბრიფინგზე აცხადებენ, რომ სინამდვილეში ისინი სხვაგვარად ფიქრობენ. როგორც კი მაღალი თანამდებობის პირები თბილისში ჩამოვიდნენ, ცხადი გახდა, რომ ოპოზიცია, როგორც მას სჩვევია, პოლიტიკური სკანდალის მოწყობას ეცდება და მოატყუებს საზოგადოებას, აღნიშნა პოლიტიკოსმა. საერთაშორისო წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაცვას გაეცნენ>>„მათ მოატყუეს საზოგადოება, თითქოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციების რეჟიმი და თითქოს აქედან მარაგდება რუსეთის ფედერაცია ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და ამისთვის ჩამოვიდნენო. ერთი დღე არ იყო გასული, როდესაც დღის ბოლოს უკვე გამოჩნდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით იყო საქმიანი შეხვედრა. ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შეიმუშავა და ყველა პარტნიორ ქვეყანასთან განიხილავს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს", – განაცხადა თალაკვაძემ. უკვე წელიწადზე მეტია, რაც ყოველდღიურად ოპოზიცია და პერიოდულად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება" კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და ბრალდებების დამტკიცებას მოითხოვს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
თალაკვაძემ სანქციების საკითხზე სპეცწარმომადგენლების ვიზიტის შედეგები შეაჯამა
14:19 29.06.2023 (განახლებულია: 18:43 29.06.2023) კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ ყოფილა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველო არ ყოფილა და არც იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რაც ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის შედეგებმა დაადასტურა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
საერთაშორისო სანქციების საკითხზე სპეცწარმომადგენლების ვიზიტის ფონზე ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის საბაბი გახდა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის რუსლან დავიდოვის განცხადება, რომელმაც საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსის" გამტარუნარიანობის გაზრდას რუსეთის მიმართ ევროპის ქვეყნების ბლოკადის გარღვევა უწოდა.
„პირდაპირ თქვეს ჩვენმა სტუმრებმა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი სამუშაო გაწეული და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შექმნილი ეფექტური სისტემა ტვირთების კონტროლისთვის. მათ პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან საიმედოდ აკონტროლებს ვითარებას... დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი", – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიცია შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორებს, როდესაც აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი თანამდებობების პირებს ეუბნება, რომ სპეცწარმომადგენლები იტყუებიან, როცა ბრიფინგზე აცხადებენ, რომ სინამდვილეში ისინი სხვაგვარად ფიქრობენ.
როგორც კი მაღალი თანამდებობის პირები თბილისში ჩამოვიდნენ, ცხადი გახდა, რომ ოპოზიცია, როგორც მას სჩვევია, პოლიტიკური სკანდალის მოწყობას ეცდება და მოატყუებს საზოგადოებას, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„მათ მოატყუეს საზოგადოება, თითქოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციების რეჟიმი და თითქოს აქედან მარაგდება რუსეთის ფედერაცია ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და ამისთვის ჩამოვიდნენო. ერთი დღე არ იყო გასული, როდესაც დღის ბოლოს უკვე გამოჩნდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით იყო საქმიანი შეხვედრა. ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შეიმუშავა და ყველა პარტნიორ ქვეყანასთან განიხილავს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს", – განაცხადა თალაკვაძემ.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ყოველდღიურად ოპოზიცია და პერიოდულად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება" კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და ბრალდებების დამტკიცებას მოითხოვს.