https://sputnik-georgia.com/20230629/saqartvelosa-da-ruminets-soris-sazrvao-mimosvla-daiwyo-279082611.html
საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მიმოსვლა დაიწყო
საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მიმოსვლა დაიწყო
Sputnik საქართველო
რეისებს 190 მეტრი სიგრძის ბორანი „ვილნიუსი" ასრულებს. 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T13:04+0400
2023-06-29T13:04+0400
2023-06-29T18:09+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
რუმინეთი
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23843/92/238439253_179:522:2892:2048_1920x0_80_0_0_b51541e2c4e44d184edc15881c9da806.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის 27 ივნისს საზღვაო მიმოსვლა დაიწყო. რუმინეთსა და საქართველოს ერთმანეთთან ჩქაროსნული ბორანი დააკავშირებს, რომელიც რეისებს შეასრულებს მარშრუტით კონსტანცა–ფოთი–კონსტანცა. კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ 6 საათი დასჭირდა. ბორანს ერთ მხარეს გზის დასაფარად 42 საათი დასჭირდება. ამ პერიოდში მგზავრებს საშუალება ექნებათ მოეწყონ კომფორტულ კაიუტებში, ეწვიონ რესტორანს, ბარს, გასართობ ზონას და მაღაზია Duty Free-ს. რეისებს 190 მეტრი სიგრძის ბორანი „ვილნიუსი" ასრულებს, რომელიც ქართული კომპანია E60 Shipping Line-ის შეკვეთით აშენდა. იმის შესახებ, რომ ორ ქალაქს საბორნე მიმოსვლა დააკავშირებს, 2022 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რუმინეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. რეგულარული საბორნე მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ნაწილია. საქართველომ და რუმინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს>>E60 Shipping Line არის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი ქართული წარმომავლობის კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიო მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები – Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები. საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში. ფოთი–კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა საქართველოსა და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა დერეფნის არსებობისა და განვითარებისთვის.
საქართველო
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23843/92/238439253_549:423:2716:2048_1920x0_80_0_0_eaf8b91a0e1a939f4524ee2ba95d4976.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი, ტრანსპორტი საქართველოში
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მიმოსვლა დაიწყო
13:04 29.06.2023 (განახლებულია: 18:09 29.06.2023) რეისებს 190 მეტრი სიგრძის ბორანი „ვილნიუსი" ასრულებს.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის 27 ივნისს საზღვაო მიმოსვლა დაიწყო.
რუმინეთსა და საქართველოს ერთმანეთთან ჩქაროსნული ბორანი დააკავშირებს, რომელიც რეისებს შეასრულებს მარშრუტით კონსტანცა–ფოთი–კონსტანცა.
ბორანი კონსტანცადან ფოთის მიმართულებით 27 ივნისს გამოვიდა და ფოთის ნავსადგურში 29 ივნისის 20:00 საათზე შემოვა, რაც იქნება პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა რუმინეთსა და საქართველოს შორის. ფოთიდან კონსტანცაში კი აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და შემდეგ რეგულარულად იმოძრავებს.
კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ 6 საათი დასჭირდა. ბორანს ერთ მხარეს გზის დასაფარად 42 საათი დასჭირდება. ამ პერიოდში მგზავრებს საშუალება ექნებათ მოეწყონ კომფორტულ კაიუტებში, ეწვიონ რესტორანს, ბარს, გასართობ ზონას და მაღაზია Duty Free-ს.
რეისებს 190 მეტრი სიგრძის ბორანი „ვილნიუსი" ასრულებს, რომელიც ქართული კომპანია E60 Shipping Line-ის შეკვეთით აშენდა.
იმის შესახებ, რომ ორ ქალაქს საბორნე მიმოსვლა დააკავშირებს, 2022 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რუმინეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი. რეგულარული საბორნე მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ნაწილია.
E60 Shipping Line არის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი ქართული წარმომავლობის კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიო მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები – Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.
ფოთი–კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა საქართველოსა და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა დერეფნის არსებობისა და განვითარებისთვის.