https://sputnik-georgia.com/20230629/-----2027---279098062.html
უკვე ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი 2027 წლამდე „ბორდოს" ღირსებას დაიცავს
უკვე ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი 2027 წლამდე „ბორდოს" ღირსებას დაიცავს
Sputnik საქართველო
დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 6 გოლი და სამი საგოლე გადაცემა. 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T16:58+0400
2023-06-29T16:58+0400
2023-06-29T21:31+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/59/248315963_0:238:3000:1926_1920x0_80_0_0_e835c244848f09be48bb184f5fc541b4.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ფრანგულმა კლუბმა „ბორდომ" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გარემარბ ზურიკო დავითაშვილთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იმოქმედებს.დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის 2 სექტემბერს ერთწლიანი იჯარის წესით და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ახლა კლუბმა სწორედ ამ პირობით ისარგებლა.ზურიკო დავითაშვილი 2001 წლის 15 თებერვალს თბილისში დაიბადა. ვარჯიშობდა თბილისის „დინამოს" აკადემიაში. საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი 2017 წლის სეზონზე 16 წლის ასაკში ჩაატარა (6 მატჩი). თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში", შემდეგ ყაზანის „რუბინში", ვოლგოგრადის „როტორში" და ტულის „არსენალში".ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა-2-ის მაისის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს>>>2022 წლის აპრილში ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოს" შეუერთდა.დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 6 გოლი და სამი საგოლე გადაცემა.2018 წელს გაზეთ Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.დავითაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 მატჩში 4 გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს, ამჟამად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრების სახელით ასპარეზობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/59/248315963_216:0:2784:1926_1920x0_80_0_0_19d39aa2d6c4e1f90b9457d2530157a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
უკვე ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი 2027 წლამდე „ბორდოს" ღირსებას დაიცავს
16:58 29.06.2023 (განახლებულია: 21:31 29.06.2023) დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 6 გოლი და სამი საგოლე გადაცემა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ფრანგულმა კლუბმა „ბორდომ" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გარემარბ ზურიკო დავითაშვილთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იმოქმედებს.
დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის 2 სექტემბერს ერთწლიანი იჯარის წესით და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ახლა კლუბმა სწორედ ამ პირობით ისარგებლა.
„კლუბი მოხარულია, რომ მომდევნო სეზონებში ზურიკოს ნიჭიერების იმედი გვექნება. ვუსურვებთ მას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წარმატებით დასრულებას და მოუთმენლად ველოდებით სეზონისწინა სამზადისზე", – ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზურიკო დავითაშვილი 2001 წლის 15 თებერვალს თბილისში დაიბადა. ვარჯიშობდა თბილისის „დინამოს" აკადემიაში. საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი 2017 წლის სეზონზე 16 წლის ასაკში ჩაატარა (6 მატჩი). თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში", შემდეგ ყაზანის „რუბინში", ვოლგოგრადის „როტორში" და ტულის „არსენალში".
2022 წლის აპრილში ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოს" შეუერთდა.
დავითაშვილმა „ბორდოს“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 6 გოლი და სამი საგოლე გადაცემა.
2018 წელს გაზეთ Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
დავითაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 მატჩში 4 გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს, ამჟამად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრების სახელით ასპარეზობს.