https://sputnik-georgia.com/20230601/zuriko-davitasvili-saframgetis-liga-oris-maisis-sauketeso-motamased-ariares-278210667.html
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა-2-ის მაისის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა-2-ის მაისის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
Sputnik საქართველო
დავითაშვილმა „ბორდოში“ 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. თავდამსხმელს ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაც აქვს. 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T22:37+0400
2023-06-01T22:37+0400
2023-06-01T22:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270531130_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6381be571064d91dc10dd02ccb16ede2.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ფრანგული „ბორდოს" ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მაისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.წინა თვეში ლიგა-2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელიც „მეცში“ თამაშობს.დავითაშვილმა „ბორდოში“ 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. თავდამსხმელს ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაც აქვს.მედიის ცნობით, „ბორდომ“ გადაწყვიტა 22 წლის დავითაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გამოეყენებინა და ახალგაზრდა ფეხბურთელთან ახალ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის 2 სექტემბერს ერთწლიანი იჯარის წესით და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. პირველი გოლი სადებიუტო მატჩში გაიტანა.2018 წელს გაზეთ Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270531130_123:0:1943:1365_1920x0_80_0_0_229ae5e53a075e3622fde06aaf4c2a8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , სპორტი
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა-2-ის მაისის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
დავითაშვილმა „ბორდოში“ 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. თავდამსხმელს ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაც აქვს.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ფრანგული „ბორდოს" ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მაისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
წინა თვეში ლიგა-2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელიც „მეცში“ თამაშობს.
დავითაშვილმა „ბორდოში“ 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. თავდამსხმელს ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაც აქვს.
მედიის ცნობით, „ბორდომ“ გადაწყვიტა 22 წლის დავითაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გამოეყენებინა და ახალგაზრდა ფეხბურთელთან ახალ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.
დავითაშვილი „ბორდოს“ 2022 წლის 2 სექტემბერს ერთწლიანი იჯარის წესით და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. პირველი გოლი სადებიუტო მატჩში გაიტანა.
2018 წელს გაზეთ Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.