https://sputnik-georgia.com/20230628/parlamentma-erovnuli-bankis-sabwos-kandidatebs-mxari-ar-dauwira-279045430.html
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
Sputnik საქართველო
ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T16:34+0400
2023-06-28T16:34+0400
2023-06-28T20:53+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_423b211228b79793150a4f09494471b0.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა ოთხშაბათის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვეს. პრეზიდენტმა 16 ივნისს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის" რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის" საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე. საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერაზე. უარის მიზეზად მათ დაასახელეს ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და უმრავლესობასთან კონსულტაციები არ ჰქონია. საპარლამენტო კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატები არ დაამტკიცეს: რა მოხდება>>პრეზიდენტის საპარლამენტო სპიკერმა გიორგი მსხილაძემ კი განაცხადა, რომ კანონში არ არის გაწერილი ნორმა საბჭოს წევრობის კანდიდატების თაობაზე წინასწარი კონსულტაციების შესახებ. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრის ნაცვლად შვიდი წევრია. ამ შვიდი ადამიანიდან ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტია, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი. ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_236:0:2967:2048_1920x0_80_0_0_8b7e1bd0a02de39608458bf040362f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველო
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
16:34 28.06.2023 (განახლებულია: 20:53 28.06.2023) ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა ოთხშაბათის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვეს.
პრეზიდენტმა 16 ივნისს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის" რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის" საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე.
საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერაზე.
უარის მიზეზად მათ დაასახელეს ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და უმრავლესობასთან კონსულტაციები არ ჰქონია.
პრეზიდენტის საპარლამენტო სპიკერმა გიორგი მსხილაძემ კი განაცხადა, რომ კანონში არ არის გაწერილი ნორმა საბჭოს წევრობის კანდიდატების თაობაზე წინასწარი კონსულტაციების შესახებ.
ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრის ნაცვლად შვიდი წევრია. ამ შვიდი ადამიანიდან ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტია, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.