https://sputnik-georgia.com/20230626/----------278976261.html
საპარლამენტო კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატები არ დაამტკიცეს: რა მოხდება
საპარლამენტო კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატები არ დაამტკიცეს: რა მოხდება
Sputnik საქართველო
საქართველოს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატების მხარდაჭერაზე უარი თქვა, რადგან არ ყოფილა წინასწარი კონსულტაციები. 26.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-26T21:06+0400
2023-06-26T21:06+0400
2023-06-30T16:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/08/248050876_0:118:3000:1806_1920x0_80_0_0_9a63a8d761687de01b88ca2e33c79009.jpg
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვეს.16 ივნისს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების პოსტზე ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის“ საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე. მმართველმა პარტიამ მათ მხარდაჭერაზე იმთავითვე უარი განაცხადა.პრეზიდენტის საპარლამენტო სპიკერმა გიორგი მსხილაძემ კი განაცხადა, რომ კანონში არ არის გაწერილი ნორმა საბჭოს წევრობის კანდიდატების თაობაზე წინასწარი კონსულტაციების შესახებ.„არსად არ არის ჩანაწერი, რომ წინასწარი კონსულტაციები ვინმესთან უნდა ტარდებოდეს. პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს. შესაბამისად, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული და პარლამენტს კანდიდატები წარუდგინა", – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.კომიტეტების უარის მიუხედავად, ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურებს პარლამენტში კენჭი ეყრება. თუმცა, მმართველ პარტიას აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ პრეზიდენტს საბოლოოდ უთხრას უარი საბჭოში წარდგენილი წევრების დანიშვნაზე.ცვლილებები კანონშისაქართველოს პარლამენტმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს არ წარუდგინა კანდიდატები, მისი ვეტო გადალახა და „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რაც ეროვნული ბანკის საბჭოში სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პრეზიდენტთან არსებობდა შეთანხმება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნდა წარედგინა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანდიდატებს 2023 წლის დეკემბერში წარადგენდა.ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე.ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ცვლილებების მიღების შემდეგ შვიდკაციან საბჭოში დღეისათვის წარმოდგენილია პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/08/248050876_218:0:2783:1924_1920x0_80_0_0_059aa16a14b2b7c2c09d5fb6f9debb42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატები არ დაამტკიცეს: რა მოხდება
21:06 26.06.2023 (განახლებულია: 16:04 30.06.2023) საქართველოს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატების მხარდაჭერაზე უარი თქვა, რადგან არ ყოფილა წინასწარი კონსულტაციები.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვეს.
16 ივნისს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების პოსტზე ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის“ საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე. მმართველმა პარტიამ მათ მხარდაჭერაზე იმთავითვე უარი განაცხადა.
„პრეზიდენტმა კანდიდატები დემონსტრაციულად წარმოადგინა, რაზეც არც კი გვქონდა გამართული წინასწარი კონსულტაციები“, – განმარტა უარის მიზეზი პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო სპიკერმა გიორგი მსხილაძემ კი განაცხადა, რომ კანონში არ არის გაწერილი ნორმა საბჭოს წევრობის კანდიდატების თაობაზე წინასწარი კონსულტაციების შესახებ.
„არსად არ არის ჩანაწერი, რომ წინასწარი კონსულტაციები ვინმესთან უნდა ტარდებოდეს. პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს. შესაბამისად, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც კონსტიტუციურად იყო დაკისრებული და პარლამენტს კანდიდატები წარუდგინა", – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
კომიტეტების უარის მიუხედავად, ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურებს პარლამენტში კენჭი ეყრება. თუმცა, მმართველ პარტიას აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ პრეზიდენტს საბოლოოდ უთხრას უარი საბჭოში წარდგენილი წევრების დანიშვნაზე.
საქართველოს პარლამენტმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს არ წარუდგინა კანდიდატები, მისი ვეტო გადალახა და „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რაც ეროვნული ბანკის საბჭოში სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პრეზიდენტთან არსებობდა შეთანხმება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნდა წარედგინა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანდიდატებს 2023 წლის დეკემბერში წარადგენდა.
ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე.
ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ცვლილებების მიღების შემდეგ შვიდკაციან საბჭოში დღეისათვის წარმოდგენილია პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.