მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა - რეაქციები და შედეგები

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
სახალხო დამცველმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ თავდამსხმელის იდენტიფიცირება.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი და პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია თავდასხმა ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" თანამფლობელ მიშა მშვილდაძეზე.
თავდასხმა გუშინ თბილისში მოხდა. მშვილდაძის თქმით, უცნობმა მას სახეში ჩაარტყა, ხოლო როდესაც დაეცა, მისი ცემა განაგრძო. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.
ფაქტზე რეაგირება მოახდინა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცეს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას.
მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ>>
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა საგამოძიებო ორგანოებს თავდამსხმელის რაც შეიძლება სწრაფად იდენტიფიცირებისკენ მოუწოდა.
ძალადობის ფაქტი დაგმო თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც, რომელმაც, ამასთან, ძალადობის პროვოცირებაში ჟურნალისტებს დასდო ბრალი.

„ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი. იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები... რეალურად ორმაგი სტანდარტია. თქვენ არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, თქვენ გინდათ ეს გამოიყენოთ პოლიტიკურად", – მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლის აქტივისტი დავით ოსიყმაშვილი ასევე სამშაბათს გახდა თავდასხმის მსხვერპლი, ძალადობის პროვოცირებაში მმართველი პარტია დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0