https://sputnik-georgia.com/20230627/----279021033.html
მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ
მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა... 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T22:50+0400
2023-06-27T22:50+0400
2023-06-30T16:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/29/247012978_0:74:1418:872_1920x0_80_0_0_393901014cb7989e6af3a6831954b0d8.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ნათქვამია ოპოზიციური ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემთხვევა ვაკის რაიონში მოხდა.„უცნობი პირი დამესხა თავს „კარფურის“ შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ“, - განაცხადა დაზარალებულმა.როგორც მშვილდაძემ აღნიშნა, მასზე თავდასხმის ფაქტი სუპერმარკეტის კამერებზეც უნდა იყოს დაფიქსირებული.„შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი „შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - აცხადებს მშვილდაძე.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/29/247012978_79:0:1339:945_1920x0_80_0_0_5223c1a4f2698da55b829de5f6412ca0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, ნათქვამია ოპოზიციური ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა ვაკის რაიონში მოხდა.
„უცნობი პირი დამესხა თავს „კარფურის“ შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ“, - განაცხადა დაზარალებულმა.
როგორც მშვილდაძემ აღნიშნა, მასზე თავდასხმის ფაქტი სუპერმარკეტის კამერებზეც უნდა იყოს დაფიქსირებული.
„შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი „შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - აცხადებს მშვილდაძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.