https://sputnik-georgia.com/20230628/-----279023691.html
თბილისში ყინულის სასახლის აშენება იგეგმება
თბილისში ყინულის სასახლის აშენება იგეგმება
Sputnik საქართველო
ახალ ყინულის სასახლეს უნდა ჰქონდეს ორი საციგურაო მოედანი, მოედნის ზომა 60X30 მეტრი იქნება. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T10:15+0400
2023-06-28T10:15+0400
2023-06-28T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს მთავრობა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23407/43/234074324_0:0:3054:1719_1920x0_80_0_0_238ca714091aa03d56b9771371e5e53d.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის აშენებას გეგმავს.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარი იქნება. ტენდერზე წინადადებების მიღება იწყება 23 ივლისს და მთავრდება 28 ივლისს.ობიექტი აშენდება 16.112 კვ.მ ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.შესყიდვა განხორციელდება Design-build მეთოდით, ამიტომ დაინტერესებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს ასევე უნდა შესთავაზონ თავიანთი არქიტექტურული პროექტები.ახალ ყინულის სასახლეს უნდა ჰქონდეს ორი საციგურაო მოედანი, მოედნის ზომა 60X30 მეტრი იქნება. ყინულის მთავარი არენა 1,5 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, მეორე – 150-200-ზე.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ყინულის არენის მოწყობის ან რეკონსტრუქციის გამოცდილება.მედიაპლატფორმა BMG საქართველოს ფიგურული სრიალის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავსი ზომის ყინულის არენა საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ყინულის ახალი მოედანი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ყინულის სასახლეში გაიმართება შეჯიბრებები და სასწავლო პრაქტიკა ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, კერლინგსა და შორტ-ტრეკში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23407/43/234074324_323:0:3054:2048_1920x0_80_0_0_0babb7246e96196a30ea6e036e879279.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , თბილისი დღეს
თბილისში ყინულის სასახლის აშენება იგეგმება
10:15 28.06.2023 (განახლებულია: 17:33 28.06.2023) ახალ ყინულის სასახლეს უნდა ჰქონდეს ორი საციგურაო მოედანი, მოედნის ზომა 60X30 მეტრი იქნება.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის აშენებას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარი იქნება. ტენდერზე წინადადებების მიღება იწყება 23 ივლისს და მთავრდება 28 ივლისს.
ობიექტი აშენდება 16.112 კვ.მ ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
შესყიდვა განხორციელდება Design-build მეთოდით, ამიტომ დაინტერესებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს ასევე უნდა შესთავაზონ თავიანთი არქიტექტურული პროექტები.
ახალ ყინულის სასახლეს უნდა ჰქონდეს ორი საციგურაო მოედანი, მოედნის ზომა 60X30 მეტრი იქნება. ყინულის მთავარი არენა 1,5 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, მეორე – 150-200-ზე.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ყინულის არენის მოწყობის ან რეკონსტრუქციის გამოცდილება.
მედიაპლატფორმა BMG საქართველოს ფიგურული სრიალის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსგავსი ზომის ყინულის არენა საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ყინულის ახალი მოედანი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ყინულის სასახლეში გაიმართება შეჯიბრებები და სასწავლო პრაქტიკა ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, კერლინგსა და შორტ-ტრეკში.